x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ყველაზე პატარა გმირი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპა

ოცდამეექვსე წელია, ყოველი წლის ცხრა აპრილს, 1989 წლის ტრაგედიის ერთ-ერთი ყველაზე პატარა გმირის საფლავზე მისი ოჯახის წევრები იკრიბებიან. ეკა ბეჟანიშვილი ტრაგიკულ დღეს თხუთმეტი წლის იყო, 16 წელი მას რამდენიმე თვეში უსრულდებოდა. მთავრობის სასახლესთან მიმდინარე აქციაზე ეკა მარტო მივიდა. მის მოსაძებნად წასულმა მშობლებმა შვილს მიტინგზე მიაკვლიეს და მასთან ერთად შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მრავალათასიან აქციას.


image


ეკა ბეჟანიშვილი კომაროვის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე იყო. მისი კლასელები ტრადიციას უკვე ოცდამეექვსე წელია არ არღვევენ და ყოველი წლის 9 აპრილს დაღუპული მეგობრის საფლავზე ოჯახებით იკრიბებიან.


ეკას დედა ლალი ყანჩაველი, რომელსაც დღემდე დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, იმ საბედისწერო დღეს დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა. 9 აპრილის სისხლიან ღამეს ეკას გარდა კიდევ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი უმრავლესობა ქალები იყვნენ.


image



პატარა გმირი წარმოშობით ტიბაანიდან იყო და თბილისში ცხოვრობდა. 16 წლის ეკა კომაროვის სკოლის მე-10 კლასში სწავლობდა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. მთავრობის სახლის წინ ათობით ათასი მომიტინგე იკრიბებოდა, მათ შორის იყო ეკაც. ის აქციებზე კლასელებთან ერთად დადიოდა და მშობლებლსაც ეუბნებოდა, რომ იცოდეთ რა მუხტია, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებათო.


image


როგორც დედამისი, ლალი ყანჩაველი იხსენებს, ეკა სახლში ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა. 8 აპრილს მამამ მასწავლებელთან დატოვა, იქიდან ეკა აქციაზე წავიდა. საღამოს 8 საათი რომ გახდა და სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს, მივიდნენ სკოლაში, პარლამენტის წინ, დადიოდნენ და მომიტინგეებს ეკითხებოდნენ ეკას შესახებ.


ამასობაში ალყაში აღმოჩნდნენ და არეულობაც დაიწყო. ეკას დედა ამბობს, რომ ამ მომენტიდან აღარაფერი ახსოვს. მეხსიერება სრულად მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღუდგა, საკუთარი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია.



9 აპრილი

image


ლალი ყანჩაველმა მოგვიანებით გაიგო, 9 აპრილის მოვლენების მომსწრე ერთ პოლიციელს უთქვამს, ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო, ეს იყო ეკა. ეკა ბეჟანიშვილი დღიურსაც აწარმოებდა სადაც ერთი ასეთი ფრაზა ეწერა - „ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოსო“.








სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. პატარა ნახვრეტი ყურთან - რას ნიშნავს იგი და რატომ ჩნდება?

2. მტვრიან ალბომებში შენახული, ისტორიის ყველაზე "მწარე" ფოტოები

3. იაპონელი მეცნიერების აზრით, მომავლის რობოტები ამ პროფესიებს წაგვართმევენ...

4. ცნობილები, რომლებმაც თავი დააღწიეს ალკოჰოლურ სასმელს

5. რა მოხდება, თუ 1 თვის განმავლობაში ყოველდღე მივირთმევთ კოჭას?!

2
804
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
804
  
2018, 19 აპრილი, 21:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 19 აპრილი, 0:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2