x
image
მაიკო ქავთარაძე
რას ნიშნავს "ჭუნგუო"?-საინტერესო ცნობები ჩინეთის სახელმწიფოზე

მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და მმართველი ძალაა ჩინეთის კომუნისტური პარტია. დედაქალაქი-პეკინი. თავის ქვეყანას ჩინელები უწოდებენ "ჭუნგუოს", რაც "შუა სახელმწიფოს" ნიშნავს.


image


ჩინეთი არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაქანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძვ. ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით.


image



მისი სახელმწიფოებრიობა და კულტურა 40 საუკუნეს ითვლის. მათ გამოიგონეს ქაღალდი, დენთი, ასევე საბანკო კრედიტი, ქაღალდის ფული, კომპასი, ფეიერვერკი და სხვა...


image


პირველი დინასტიის სიას შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება, მათი არსებობა დაახლოებით ძვ.წ. 2200-1500 წლით თარიღდება.

დენქსიას ფერადი გორები ჩინეთში მდებარეობს განსუს პროვინციაში. მინერალების განსხვავებული შემცველობის და შემდგომი ეროზიების წყალობით ულამაზესი პეიზაჟი იქმნება, რომლის სანახავად უამრავი ტურისტი ჩადის განსუში.


image


ჩინური ახალი წელი, აგრეთვე ცნობილი, როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი, ტრადიციულ დღესასწაულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. მოიცავს დღესასწაულთა მთელ სერიას, მათ შორის შედის ფარნების ფესტივალიც.


image


დრაკონის ცეკვა ტრადიციული ჩინური ცეკვაა, ერთი დრაკონის ცეკვაში საჭიროა 50-მდე ადამიანი. ჩინელები ხშირად ცეკვავენ სხვადასხვა დღესასწაულების დროს, აგრეთვე მოწყობილ აღლუმებსა და ახალ წელს.


image


ჩინეთის მუსიკალური კულტურა უძველესია. ძვ.წ. XI-VI საუკუნების ტექსტებში სიტყვა "იუერ" (მუსიკა) ფართო გაგებით იხმარება, იგი აღნიშნავს პოეზიას ცეკვას, სახვით ხელოვნებას. ხალხური სასიმღერო შემოქმედების შესანიშნავი ძეგლია "სიმღერათა წიგნი", სადაც წარმოდგენილია 3000 ხალხური ნაწარმოები.


image


ჩინური ფერწერა მკვეთრად განსხვავდება დასავლურისაგან. იგი გამოირჩევა თავისი სიმშვიდით და ჰარმონიულობით. ჩინელები ნამუშევრებში ემოციებს განსხვავებულად გამოხატავენ.


image



0
221
7-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0