სისხლის სამართალი რუსეთში გაიმართება 25 წლის გოგონას სასამართლო,რომელმაც დედის და მცირეწლოვანი და-ძმის მკვლელობა შეუკვეთა 2018, 11 აპრილი, 12:36 ![]() მოსკოვის შემოგარენში გაასამართლებენ 25 წლის დარია პერევერზევას(дарья переверзева) რომელმაც საკუთარი ნათესავების მკვლელობა მოაწყო და თან პოლიციას არწმუნებდა, რომ მათ ბინაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ეს ისტორია კი 2014 წლის 8 სექტემბერს დაიწყო იმით, რომ პოლიციას და სახანძროს გამოძახება ჰქონდა ქალაქ ხიმკში, მოსკოვის გარეუბანში, სადაც ხანძრის შემდეგ ფერფლში აღმოაჩინეს ოთხი გვამი:43 წლის ქალბატონი, "Роснефти"-ის თანამშრომელი, 12 წლის მოზარდი და სამი წლის ტყუპები.ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მის ჩაქრობას 4 საათი დასჭირდა და მეხანძრეებს ავიაციის დახმარებაც კი დასჭირდათ. ![]() ![]() ![]() გამოძიება დარია პერევერზევას მხრიდან ასეთი სასტიკ ქმედებისთვის ორ ძირითად მოტივს ხედავს: ეს არის ქონება, დედა და ბაბუა საკმაოდ შემოსავლიან სამსახურში მუშაობდნენ(ნავთობკომპანია), სადაც მათი ქონება რამდენიმე მილიონი რუბლით განისაზღვრებოდა და მეორეც, დედა სასტიკი წინააღმდეგი იყო უფროსი ქალიშვილის, დარიას და დიმიტრი კოლესნიკოვის ურთიერთობაზე. ![]()
1025 6-ს მოსწონს
|