სისხლის სამართალი რუსეთში გაიმართება 25 წლის გოგონას სასამართლო,რომელმაც დედის და მცირეწლოვანი და-ძმის მკვლელობა შეუკვეთა 2018, 11 აპრილი, 12:36 მოსკოვის შემოგარენში გაასამართლებენ 25 წლის დარია პერევერზევას(дарья переверзева) რომელმაც საკუთარი ნათესავების მკვლელობა მოაწყო და თან პოლიციას არწმუნებდა, რომ მათ ბინაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ეს ისტორია კი 2014 წლის 8 სექტემბერს დაიწყო იმით, რომ პოლიციას და სახანძროს გამოძახება ჰქონდა ქალაქ ხიმკში, მოსკოვის გარეუბანში, სადაც ხანძრის შემდეგ ფერფლში აღმოაჩინეს ოთხი გვამი:43 წლის ქალბატონი, "Роснефти"-ის თანამშრომელი, 12 წლის მოზარდი და სამი წლის ტყუპები.ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მის ჩაქრობას 4 საათი დასჭირდა და მეხანძრეებს ავიაციის დახმარებაც კი დასჭირდათ. გამოძიების დროს ექსპერტიზამ უამრავი საეჭვო გარემოება აღმოაჩინა, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოჯახის წევრები წინასწარ დახოცეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდეს. მალე გამოძიებისთვის ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, დარია პერევერზევა დაზარალებულიდან ეჭვმიტანილად იქცა, თუმცა გოგონამ 2016 წელს ტაილანდში გაქცევა მოასწრო, მასზე გამოცხადდა ფედერალური ძებნა, მკვლელობის შემსრულებელი კი, დარიას შეყვარებული დიმიტრი კოლესნიკოვი დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. უცხოეთში გაქცეული დარია მოულოდნელად თავად დაბრუნდა სამშობლოში, რის შემდეგაც იგი სამართალდამცავებმა აიყვანეს. მოსკოვის საოლქო სასამართლოში 9 აპრილს გაიმართა პირველი სხდომა, 13 აპრილს დანიშნულია განმეორებითი ღია სასამართლო მოსმენა, სადაც როგორც პროკურორი პაველ შილენკოვი აცხადებს, გადაწყდება რა განაჩენი ელის ბრალდებულს. გამოძიება დარია პერევერზევას მხრიდან ასეთი სასტიკ ქმედებისთვის ორ ძირითად მოტივს ხედავს: ეს არის ქონება, დედა და ბაბუა საკმაოდ შემოსავლიან სამსახურში მუშაობდნენ(ნავთობკომპანია), სადაც მათი ქონება რამდენიმე მილიონი რუბლით განისაზღვრებოდა და მეორეც, დედა სასტიკი წინააღმდეგი იყო უფროსი ქალიშვილის, დარიას და დიმიტრი კოლესნიკოვის ურთიერთობაზე.
1025 6-ს მოსწონს
|