თავის მოვლა როგორ გავიწმინდოთ სახე სიღრმისეულად სახლის პირობებში 2018, 10 აპრილი, 22:54
ნებისმიერი ტიპის სახის კანს ჭირდება ყოველდღიური მოვლა. უცილებელია სახის კანის საუძვლიანი გასუფთავება. სახის გაწმენდისთვის, ყოველთვის არ არის აუცილებელი კოსმეტოლოგთან ვიზიტი. თუ განსაკუთრებით პრობლემური კანი არა გაქვთ, ზოგჯერ სახის გასუფთავება სახლის პირობებშიაც შესაძლებელია. ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებსა და პროცედურებს მარტივად და ეფექტიანად შეგიცვლით საჭმელი სოდა. პილინგი პირსაბან ქაფს ან გელს ერთი მწიკვი საკვები სოდა დაუმატეთ, შეგიძლიათ პირდაპირ ხელისგულზე აურიოთ ისინი ერთმანეთში და სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით შეიზილეთ, თითქოს მასაჟს იკეთებთ. "მასაჟი" რამდენიმე წუთით გააგრძელეთ და სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, ხსნის ფორებს და კანი უფრო გლუვი და ნაზი ხდება. საკვები სოდის "სკრაბი" განსაკუთრებით უხდება მგრძნობიარე, ადვილად გაღიზიანებად კანს, რადგან სოდას დამარბილებელი და ანთებსაწინააღმდეგო ქმედება გააჩნია. ყველაზე მარტივია სუფთა ლიმონის წასმა სახეზე. თუმცა ზაფხულში არ შეიძლება, რადგან ლიმონი შეიცავს მჟავას და მზეზე ლიმონმჟავა უფრო მეტად ჩაჯდება კანში და პრობლემის გაღრმავებას გამოიწვევს. აიღეთ პირსახოცი და თავზე გადაიფარეთ, სახე ცხელი წყლის ორთქლს მიუშვირეთ ისე. ეს დაგეხმარებათ ფორები გახსნათ და სახე ღრმა ფენებში გაიწმინდოთ. აუცილებლად მოათავსეთ სახე კომფორტულად, თანაც ისე, რომ არ დაიწვათ. თავის ახლოს მიტანა ჯამთან საჭირო არ არის. როდესაც ფორების გახსნის პროცედურას მორჩებით, სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სუფთა პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ. ახლა აიღეთ გამწმენდი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც თქვენი კანის ტიპისთვისაა ზედგამოჭრილი და სახეზე თითების წრიული მოძრაობით წაისვით. ის ჩააქრობს ყველა იმ ცხიმოვან კერას, რომელთაც შეუძლიათ გამონაყარი ან სხვა სახის გაღიზიანებები გამოიწვიონს კანზე. სახის ჩამობანამდე ნიღაბი შეიშრეთ, შემდეგ კი თბილი წყლით მოაშორეთ სახის კანს. შეგიძლიათ პროცედურის დასრულების შემდეგ ლოსიონი ან მკვებავი გამოიყენოთ. ამ ძალიან ეფექტური ნიღბის მოსამზადებლად მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია. აცეტილსალიცილის მჟავა (იგივე ასპირინი)თაფლი (ნებიმიერი, თუნდაც ჩაშაქრებული)ნიღაბი წარმოადგენს ერთდროულად მექანიკურ და ქიმიურ (მჟავა) პილინგს. მისი მუშაობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სალიცილის მჟავა კანის ზედა ფენის ინტენსიური ამქერცლავი საშუალებაა, რაც ეპიდერმისის გაახლებას უწყობს ხელს. ნიღბის საშუალებით კანი ერთგვაროვანი და გლუვი ხდება, სწორდება ნაოჭები.საერთოდ მჟავა ძალიან კარგია ცხიმიანი, ფორიანი და გამონაყრისკენ მიდრეკილი კანისთვის. თაფლი კი ნიღაბში მკვებავ და დამატენიენებელ საშუალებად გვევლინება. თუ ალერგიულობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ იტანთ თაფლს, მაშინ ასპირინი შეგიძლიათ გახსნათ არაჟანში ან სახის ნებისმიერ, ნაყიდ ნიღაბში.აღარ გავაგრძელებთ, რადგან ჯობს ერთხელ ნახოთ, ვიდრე მოისმინოთ:ავიღოთ 3 აბი ასპირინი, ვაწვეთოთ თითოეულს წვეთ-წვეთად წყალი.1 წუთში ნახავთ, რომ აბებმა შეიწოვეს წყალი და გაფუვდნენ.ახლა შეგიძლიათ გაქნათ ტაბლეტები. ზოგი ამ პროცესის მაგივრად, ასპირინს ყავის საფქვავში ფქვავს, მაგრამ წყლის მეთოდით უფრო მსხვილი კრისტალები რჩება და კანის გასასუფთავებლად უკეთესია.შემდეგ აიღეთ 0, 5 ჩაის კოვზი თაფლი და შეურიეთ დაფხვნილ ასპირინში.თუ თაფლი ჩაშაქრებულია და მასა ძალიან სქელი და უხეში გამოვიდა, შეგიძლიათ დაუმატოთ სულ ცოტაოდენი წყალი, ფაქტობრივად წვეთი.ვისვამთ ნიღაბს სუფთა კანზე და ვიჩერებთ 15 წუთი. შემდეგ სველი თითების წრიული მოძრაობით ფაქიზად ვიშორებთ სახიდან. ძალიან ნუ დააწვებით კანს და ნუ გაიხეხავთ, თითების მოძრაობა უნდა იყოს დელიკატური.შედეგს მაშინვე, თქვენი თვალით იხილავთ – საოცრად სუფთა და განახლებული კანი. შეგიძლიათ გაიკეთოთ ნიღაბი კვირაში ერთხელ და გაიახლოთ კანი, მოიშოროთ გამონაყარი და გაიუმჯობესოთ ფერი.ასევე იხილეთ: C ვიტამინის თმის ბალზამი და ასპირინის სკრაბი სახისთვის – წამლები არადანიშნულებით!სახის ლოსიონი პრობლემური კანისთვის – მკითხველის რეცეპტისახის ნიღბები, ლოსიონები და სკრაბები ასპირინით: ფანტასტიკური შედეგი. გისურვებთ წარმატებას. 6470 4-ს მოსწონს
|