x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
«სიბერე ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, ის ავადმყოფობაა...». დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან

მთელს მსოფლიოში ცნობილი ბულგარელი გენეტიკოსი, პროფესორი ქრისტოს მემერსკი, რომელიც 63 ქვეყნის 200 უნივერსიტეტში კითხულობს საკუთარ კურსს, ამტკიცებს, რომ ამ ქვეყნიდან წასვლის მომენტს, როდესაც საკვებ პროდუქტებს სწორედ არ ვირჩევთ.


image


სიბერის შესახებ


სიბერე ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. მეცნიერების უმრავლესობის აზრით, ეს ავადმყოფობაა და ჩვენ თავადვე ვიწვევთ მას, საკუთარი გაუაზრებელი კვებითი მოქმედებებით. მსოფლიოში, ადამიანების 70% სწორედ საკვებისადმი დამნაშავეობრივი დამოკიდებულების გამო იღუპება. პოდაგრა (ნიკრისის ქარი), დიაბეტი, წყლული, ინფარქტი, ინსულტი, სხვადასხვა სახის სიმსივნე – ეს ყველაფერი ჩვენი ცივილიზაციის უბედურება არის.


სხეულის დაბერების შემაფერხებელი პროდუქტები


სიბერემ რომ უკან დაიხიოს, საკმარისია კვების უმარტივესი წესების დაცვა: ყველაზე მთავარი – ზომიერებაა. ხოლო, სიბერის შემაფერხებელი სასარგებლო პროდუქტებიდან, უმთავრესია: ბოსტნეული, ხილი, იოგურტი, რძე და ღვინო.

დიახ ღვინო, მაგრამ ნამდვილი და მცირე რაოდენობით! მაგ., საფრანგეთში, ტრადიციულად, ხორცს წითელი ღვინით ამზადებენ და იქ, სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია, ვიდრე ლამანშის გადაღმა, ბრიტანეთში.

სასარგებლო პროდუქტებს შორის, ყველაზე მთავარი იოგურტია. მაგრამ, არა რძის ფხვნილისგან მომზადებული, არამედ ნამდვილი რძის. რადგან ფხვნილით გაკეთებულ იოგურტს სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია. ნატურალური იოგურტი — ყველაზე მარტივად ასათვისებელი პროდუქტია, რომელიც ორგანიზმს კუჭის და სწორი ნაწლავის სიმსივნისგან იცავს და აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას.


ყველაზე ეფექტური გაწმენდა და მარტივად გახდომა


ერთმანეთს შეურიეთ 500 გრ. ნატურალური იოგურტი, 1 ს. კ. თაფლი, 1 ს. კ. ვაშლის ძმარი, 1 ჩ. კ. დარიჩინი და 40 წვეთი 30%-იანი პროპოლისის ნაყენი. დესერტს შეგიძლიათ დაამატოთ მოცვი, ნიგოზი, ბანანი. კენკრა და ნიგოზი – 1 მუჭა, ხოლო ბანანი – მხოლოდ, მთელის 1/4.

ეს გემრიელი დესერტი შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე და ვახშამზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ დესერტის 2 ს. კ. ყოველ 2 საათში ერთხელ მიირთმევთ, 20 დღის მანძილზე, შეამჩნევთ, რომ წელი ზომა შეგიმცირდებათ, სიმხნევე მოგემატებათ, ხოლო თქვენს თმას ბზინვარება შეემატება და საერთოდ, ორგანიზმი მთლიანად გაჯანსაღდება.



ნატურალური ვიტამინები სილამაზისთვის


სილამაზისთვის ყველაზე საუკეთესო ვიტამინებს სტაფილოს და ნივრის სალათი შეიცავს. მსგავსი ეფექტი პროპოლისსაც აქვს. ის კლავს გრიპის ვირუსს, ებრძვის გასტრიტს, ყაბზობას, დისბაქტერიოზს, საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა კიბოს წინააღმდეგ. დაამატეთ 50 მლ. წყალს 20-30 წვეთი პროპოლისი და მიიღოთ 2-ჯერ დღეში.

ქალბატონებს შეუძლიათ მოამზადონ სილამაზის დესერტი, რომელიც აჯანსაღებს ფრჩხილებს, კანს და თმას.

მინის ჭყრჭელში თანაბარი რაოდენობით შეურიეთ თაფლი, მანქანაში გატარებული ნიგოზი, კურკუმა, ქიშმიში, ლიმონი და მიიღეთ დღეში 3 ს. კ.


შხამები საკვებში


მთელს მსოფლიოში 200-მდე ქიმიური ნივთიერებაა შექმნილი, გასაყიდი პროდუქტისთვის სასაქონლო იერის და სასიამოვნო არომატის მისაცემად. დადგენილია, რომ ამ ნივთიერებებს, კონცენტრირებული სახით, სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. როდესაც რამეს ყიდულობთ, ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვაზე ყველაზე პატარა შრიფტით მოცემული ინფორმაცია. ნატრიუმის ნიტრატის და ნიტრიტის სინთეტიკური დანამატები, ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის ყველაზე დიდი მტერია. დიდი რაოდენობით ამ ნივთიერებებს შეიცავს: ძეხვი, სოსისი, ლორი, თევზის კონსერვები. მას უსვამენ, გაყინვის წინ, თევზს და ხორცს.

ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისთვის ისეთი კონსერვანტები, როგორებიცაა: ჰიდროკსიტოლუოლის და ჰიდროკსიანიზოლის ბუტილატები. ამ ნივთიერებებს ჩიფსების მომზადებისას უმატებენ ზეთში. მას ასევე შეიცავს მზა კრემიანი ნამცხვრები, რომლებსაც შენახვის ვადა 1 ან მეტი წელი აქვს, საღეჭი რეზინები და მაკარონი. თუ შეამჩნიეთ, ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ყველაზე მეტად უყვართ ბავშვებს.

პატარებისთვის ნაკლებად სახიფათო არც მზა წვენებია. იმისთვის, რომ წვენს ნალექი არ გაუჩნდეს და სითხის აშრეება არ მოხდეს, მასში სპეციალურ ეთერზეთებს ამატებენ. ამ შემთხვევაში, გამოსავალი მხოლოდ ერთია, – სვით ნატურალური, ახლად გამოწურული წვენები.


მარილიანი და ტკბილი საკვები – ლურსმანია კუბოს სახურავში


გასული საუკუნის დასაწყისში ადამიანების უმრავლესობა 5-ჯერ ნაკლებ შაქარს მოიხმარდა, ვიდრე ახლა. შაქარი – ეს არის თეთრი წყევლა კაცობრიობისთვის. მას ზიანი მოაქვს გულის, ფილტვების, თირკმელების და კუჭისთვის. დაივიწყეთ გაზიანი სასმელები და ლიმონათი.

ადამიანებს, რომლებიც მაღალი წნევებით იტანჯებიან, წარმოდგენაც არა აქვთ, რომ მათი ავადმყოფობის მთავარი მიზეზი, დიდი რაოდენობით მოხმარებული მარილია. განსაკუთრებით სახიფათოა ჩიფსები და მარილიანი თხილი, მშიერ კუჭზე. ეს თვითმკვლელობის ტოლფასია.


დღეგრძელობის რეცეპტი


1. იმაზე მეტ კალორიას ნუ მიიღებთ, ვიდრე დახარჯვას შეძლებთ.

2. ყოველდღიურად მიირთვით თუნდაც 1 ვაშლი.

3. სვით მდნარი წყალი (საყინულეში შედგით მინის ჭურჭლით, რომ გაიყინება, ოთახის ტენპერატურაზე გააჩერეთ) და მცენარეული ნაყენები.

4. იმუშავეთ აქტიურად.

5. ყოველდღე მიიღეს შხაპი.

6. იძინეთ გრილო ოთახში.

7. დასვენების დღეებში, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ფეხით ან ველოსიპედით გაიარეთ 10-15 კმ.

8. საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით. ეკონტაქტეთ მეგობრებს, იხალისეთ, იცინეთ, უარი ნუ იტყვით დასვენებაზე და განტვირთვაზე.

9. არასდროს იფიქროთ და ისაუბრობთ იმაზე, რომ ბერდებით.


1
5453
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5453
  
2018, 12 აპრილი, 13:06
რა სისულელეს ამბობს ეს კაცი, სიბერე ბუნებრივი მდგომარეობაა, ისევე როგორც ვაშლი კვირტად გაბოდის, მერე ნაყოფად გადაიქცევა და მწიფდება, შემდეგ კი თუ არ მოიკრიფა, ჭკნება და ცვივა.
0 1 1