საბუნებისმეტყველო ერწოს ტბის ამოუცნობი ფენომენი - რატომ ქრება ტბა? 2018, 9 აპრილი, 23:11 ![]() სამაჩაბლოს მიწაზე, ჯავის რაიონში, ზღვის დონიდან 1711 მ სიმაღლეზე, მდინარე ყვირილას აუზში, მდებარეობს იდუმალებით აღსავსე ტბა ერწო. მას შეიძლება ტბა-მოჩვენებაც უწოდო. საქმე იმაშია, რომ ეს ტბა 4-5 წელიწადში ერთხელ ქრება. ![]() თვითმხილველები აცხადებენ, რომ ტბა ისე იცლება, თითქოს ვინმემ აბაზანიდან საცობი ამოაძრო, თუმცა ეს პროცესი სწრაფად არ მიმდინარეობს და დაახლოებით 3-4 კვირა გრძელდება. ეს მოვლენა დაკავშირებული არაა წელიწადის დროებთან, ყოფილა შემთხვევა, რომ ყინულის ფენით დაფარული ტბა ზამთარშიც გამქრალა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ყინულის „სახურავი“ ჩავარდნილა დაცარიელებული ტბის ფსკერზე და დამსხვრეულა. ![]() ![]() ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სანამ ტბაში წყალი გაქრებოდეს, ცოტა ხნით ადრე კლდეები ვიბრირებას იწყებენ, ზოგი კი იმასაც ამტკიცებს, რომ წყალი ამ დროს თითქოს დუღილს იწყებს. და კიდევ ერთი უცნაურობა: როცა წყალი ქრება, ფსკერზე არაფერი რჩება, არც მცენარეთა ფესვები, არც ტოტები, არც წყალში ჩაგდებული ბოთლები. საერთოდ არაფერი! მხოლოდ ცარიელი ფსკერი. უნდა აღინიშნის ისიც, რომ ტბის სიახლოვეს ხშირად იკარგებიან ადამიანებიც. ![]() 1126 5-ს მოსწონს
|