x
image
_K_
სირიაში ქიმიურმა იარაღმა 40 ადამიანი იმსხვერპლა


სირიის ბაშარ ალ-ასადმა რეჟიმმა, ადგილობრივი სამთო-სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, ქიმიური თავდასხმა შაბათს აღმოსავლეთ ღუთაში განახორციელა.


რეჟიმის შეიარაღებულმა ძალებმა შუაღამისას დამასკოს გარეუბან დუმაში შეტევა განახორციელეს მშვიდობიან მოქალაქეებზე მომწამლავი გაზის გამოყენებით, რამაც სულ მცირე 40 ადამიანი შეიწირა და 500-ზე მეტი დააზარალა.


სირიელ მეამბოხეთა ჯგუფი ჯაიშ ალ-ისლამი მომხდარში ბრალს სახელმწიფოს სდებს, როგორც მათმა სპიკერმა ჰამზა ბიირდარმა Hadath TV- სთან საუბარში განაცხადა:



"ეს დანაშაული ასადის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების კისერზეა".


როგორც კი მომხდარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, სირიის სახელმწიფო მედიამ უარყო ქიმიურ თავდასხმასთან რამე კავშირი.


"ჯაიშ ალ-ისლამი სახელმწიფოს განადგურებას ცდილობს, მათი მედია სირიის არაბული არმიისთვის ჩირქის მოცხებას არ ეშვება", - იტყობინება სახელმწიფო საინფორმაცია სააგენტო SANA.


მთავრობამ დაიწყო საჰაერო და სახმელეთო შეტევა დუმაზე, სადაც მარტო 24 საათის განმავლობაში 48 ადამიანი დაიღუპა.


სირიის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ "თეთრჩაფხუტიანებმა" მომხდარის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალ Twitter-ზე გამოაქვეყნეს.


image


24 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია 2401, რომელიც მოუწოდებდა სირიაში კონფლიქტის მხარეებს ერთ თვეში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, კერძოდ აღმოსავლეთ ღუთაში, რათა მაცხოვრებლებს ჰუმანიტარული დახმარების მიღება შეძლებოდათ.


რეზოლუციის მიუხედავად, ამ თვის დასაწყისში რეჟიმმა და მისმა მოკავშირეებმა, რუსული ძალის მხარდაჭერით, დაიწყეს შეტევების განხორციელება, რაც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ღუთას ოპოზიციური ნაწილების დაკავებას.


ბოლო რამდენიმე წელია, 400 000 ადამიანით დასახლებული ეს გარეუბანი შეტევების სამიზნედ რჩება.


ამ თვის დასაწყისში, გაეროს კომისიამ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც რეჟიმს ადანაშაულებდნენ აღმოსავლეთ ღუთაში ომის დროს დანაშაულების ჩადენაში, მათ შორის ქიმიური იარაღს გამოყენებაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.







1
152
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
152
  
0 1 1