x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ტესტი: რამდენად ეკოლოგიურად ცხოვრობთ?
მეცნიერების მტკიცებით, წელიწადის განმავლობაში, სულ 10 მილიონი ადამიანი იღუპება ცუდი ეკოლოგიური პირობების გამო. კლიმატის საფრთხის გარდა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურად ცხოვრებას, რათა უფრო ჯანმრთელი და ხანგრძლივი იყოს ჩვენი ცხოვრება. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტე პატარა ტესტის საშუალებით მოგცეთ შესაძლებლობა, გაარკვიოთ, თუ რამდენად ეკოლოგიურად ცხოვრობთ და ემუქრება თუ არა თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ამ კუთხით?


მოცემული ფოტოებიდან, უნდა აირჩიოთ მხოლოდ ის, რომელიც თქვენს რეალობას და ცხოვრებას შეეფერება, ბოლოს კი დაითვალოთ სულ რამდენი ყვითელი ან რამდენი ლურჯი ფოტო აირჩიეთ. სულაც, შესაძლებელია, რომ გქონდეთ მხოლოდ ლურჯი ან მხოლოდ ყვითელი და წაიკითხეთ ტესტის ქვევით, შედეგების შესაბამისი პასუხი.



imageimageimageimage


image



თუ ყველა სურათი ყვითელია-


დედამიწაზე მცხოვრები, თითოეული ადამიანი ისე რომ ცხოვრობდეს, როგორც ყვითელი ფონის ფოტოებზეა მოცემული, მაშინ, კაცობრიობა განწირული იქნებოდა. ალბათ ღირს, რომ შეშფოთდეთ თქვენი შვილებისა და შვილიშვილების გამო და სწორედ ის დროა, შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი.


თქვენი შედეგი: არა ეკოლოგიური ცხოვრების წესი.






თუ ყველა სურათი ლურჯია-

თუ ყველა, ლურჯი ფერის სურათი აირჩიეთ, რაც თქვენი ცხოვრების წესის შესაბამისია, მოსალოცად გაქვთ საქმე, ნამდვილად სამაგალითო ბრძანდებით. თქვენი პასუხისმგებლობა და მიზანმიმართული ქმედებები, ჩვენი პლანეტის და მომავალი თაობების შანსია.


თქვენი შედეგი: აბსოლუტურად ეკოლოგიური ცხოვრების წესი.






თუ გაქვთ 5-ზე მეტი ლურჯი გამოსახულება-

თქვენ ცდილობთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ რისკი იმისა, რაც ხელს უწყობს სამყაროს დაბინძურებას. ჯერ კიდევ გაქვთ რაღაცები გამოსასწორებელი, თუმცა, ასე გააგრძელეთ და საგრძნობლად გაიუმჯობესებთ ცხოვრების წესს.


თქვენი შედეგი: თითქმის ეკოლოგიური ცხოვრების წესი.






თუ გაქვთ 5-ზე მეტი ყვითელი გამოსახულება-

თუ 5-ზე მეტი ყვითელი ფერის გამოსახულება აირჩიეთ, ეს მიუთითებს, რომ ბევრი უნდა იმუშაოთ თქვენი ცხოვრების წესზე, რათა ის მაქსიმალურად შეცვალოთ ეკოლოგიურად.


თქვენი შედეგი: არც თუ ისე ეკოლოგიური ცხოვრების წესი.






თუ ყვითელი და ლურჯი ფოტოები თანაბრად გაქვთ-

ერთი შეხედვით, თითქოს ზრუნავთ პლანეტის ეკოლოგიაზე, თუმცა, ამას უგულოდ აკეთებთ. არ გაქვთ მოტივაცია, ცხოვრების ეკოლოგიური წესით იცხოვროთ. სიზარმაცის ან უქონლობის გამო, ხშირად იქცევით ისე, რაც როგორც ბუნებას, ასევე თქვენს ჯანმრთელობას ვნებს.


თქვენი შედეგი: ნახევრად ეკოლოგიური ცხოვრების წესი.




1
177
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
177
  
2018, 19 აპრილი, 21:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1