ელ. წიგნები ამაზონები - ყველაფერი რაც კი დღემდე არ იცოდით! 2018, 15 აპრილი, 21:22 ამაზონები იგივე ამორძალები იყვნენ მითიური მებრძოლი ქალები, რომლებიც ცხოვრობდნენ მეოტიდის (აზოვის) ზღვისა და პონტოს ზღვის სანაპიროზე ან მცირე აზიაში. შთამომავლობის შენარჩუნების მიზნით, ამორძალები უკავშირდებოდნენ უცხოტომელ მამაკაცებს და შემდეგ კვლავ სამშობლოში უშვებდნენ. ამის შემდეგ, თუ ვაჟი შეეძინებოდათ, მამასთან გზავნიდნენ, ხოლო ქალებს მეომრებად ზრდიდნენ. ზოგიერთი ძველი მითის მიხედვით, იმ მიზნით, რომ მარცხენა ძუძუს იარაღის ხმარების დროს ხელი არ შეეშალა, ბავშვობაშივე ამოწვავდნენ ხოლმე. ამორძალებთან მრავალი მითია დაკავშირებული. მაგალითად, ჰერაკლე იტაცებს ამორძალების დედოფლის — ჰიპოლიტას ქამარს; თეზევსი იტაცებს ამორძალების დედოფალს — ანტიოპეს და ცოლად ირთავს; ამორძალები, დედოფალ პენთესილეას მეთაურობით, ეხმარებიან ტროელებს ტროას ომის დროს, აქილევსი პენთესილეას კლავს ომში და სხვა. ამაზონების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ არის დადასტურებული. ძველ ბერძნული მითოლოგიის გმირების ნამარხების აღმოჩენამ მეცნიერები საკმაოდ დააბნია. პირველად არქეოლოგიური გათხრების შედეგად, შერმეთის ქალთა სასაფლაოებში აღმოაჩინეს შეიარაღებული ქალების ნამარხები, რომლებიც შესაძლოა ამაზონები ყოფილიყვნენ. იგივე შემთხვევა განმეორდა სკვითებშიც. შესაძლოა ამაზონები მხოლოდ მითოლოგიური მებრძოლები ყოფილიყვნენ, მაგრამ დამთხვევებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ოდესღაც ისინი ჩვენს პლანეტაზე ნამდვილად არსებობდნენ. პირველი წყარო, რომელიც ამაზონების შესახებ გვითხრობს, არის ჰომეროსი. ჰეროდოტის გადმოცემით, ამაზონები ცხოვრობდნენ შარმეთის და სკვითების საზღვარზე. ისინი ხშირად ნადირობდნენ მამაკაცებთან ერთად და ომებში იღებდნენ მონწილეობას, თუმცა მათ სჯეროდათ, რომ შეუღლება მონობის ტოლფასი იყო, აქედან გამომდინარე მამაკაცებთან მარადიულ ურთიერთობას არ ამყარებდნენ. ქალ მებრძოლებმა ჩამოაყალიბეს პერიოდის ერთ-ერთი უძლიერესი არმია, თუმცა ომებში არც ისე წარმატებულები იყვნენ, გარდა ამისა მათ აწუხებდათ კიდევ ერთი პრობლემა, ეს იყო - გამრავლება. თუმცა ამის გამოსავალიც არსებობდა, მეზობელ ტომის მამაკაცებთან სქესობრივი კავშირის შედეგად ისინი ახერხებდნენ გამრავლებას, თუმცა მხოლოდ ქალიშვილებს იტოვებდნენ არმიაში. ამორძალთა იარაღი იყო ორპირი ცული, მშვილდ-ისარი, შუბი, ნახევარმთვარისებრი ფარი. თქმულებები ამორძალების შესახებ შეიქმნა წინაბერძნულ საზოგადოებაში და უნდა ასახავდეს მატრიარქატის ეპოქას. ლეგენდამ პოპულარობა მოიპოვა შუა საუკუნეებში, კერძოდ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში, როდესაც მათი ადგილსამყოფელის ძებნაც კი დაიწყეს. ამაზონების სახელთანაა დაკავშირებული ამერიკის უდიდესი მდინარის სახელწოდება „ამაზონი“. ამორძალთა სახეები წარმოდგენილია არაერთ მხატვრულ ნაწარმოებში. მაგალითად ცნობილია ფიდიასის ქანდაკება „დაჭრილი ამორძალი“. გადატანითი მნიშვნელობით, ამორძალებს უწოდებენ მებრძოლ, ვაჟკაცური თვისებების მქონე ქალებს. სხვადასხვა წყაროების თანახმად, ცეზარი საუბრობდა ამაზონების გმირული ლაშქრობის შესახებ. გარდა ამისა, პომპეუს ტრაგუსს სჯეროდა, რომ ამაზონების სამშობლო კაპადოკია იყო. სხვადასხვა რომაელ მწერალს განსხვავებული აზრი გააჩნდა ამაოზნების ადგილმდებარეობის შესახებ: ფილოსტრასუსის აზრით, ამაზონები ტოროსის მთებში ცხოვრობდნენ, ხოლო ამიანუსი ამტკიცებდა, რომ ტენაისში, რაც შეეხება პროკოპიუსს, მიზი აზრით ამაზონების რეალური ადგილსამყოფელი კავკასია იყო. ევროპაში, რენესანსის პერიოდშიც ამაზონების შესახებ მითები კვლავ აქტუალური თემა იყო. 1542 წელს ფრანცისკო დე ორნელამ აღმოაჩინა ქალთა მებრძოლი ჯგუფი, რომლებიც ნახევარშიშველ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ორნელამ მათ პორტუგალიურად ამაზონები შეარქვა. ამაზონების შესაებ ხშირად საუბრობდნენ ცნობილი ზღვაოსნები: ქრისტოფერ კოლუმბი და უილიამ რალეიც. დღეს ამაზონების შესახებ ძალიან ბევრი ფილმი და სატელევიზიო სერიალია გადაღებული. ცნობილი ტელესერიალი " Xena", სადაც საკმაოდ ეფექტურად არის აღწერილი მითიური ამაზონების ცხოვრება. შეგიძლიათ მოიძიოთ და უყუროთ ამ საინტერესო სერიალს. გარდა ამისა, შესანიშნავი ფილმებია გადაღებული ამაზონებზე. ერთ-ერთი მათგანი "ქალი საოცრება", სადაც ამაზონის მებრძოლი ქალის როლს გალ გადოტი იდეალურად ასრულებს. სიტყვის მნიშნვნელობა სავარაუდოდ სიტყვა წამოსულია სპარსულიდან. "ha-mazan" - სპარსულად მებრძოლს ნიშნავს. კლასიკურ ბერძნულ ეტიმოლოგიაში "მაზოსი" - უმკერდოს ნიშნავს. ამაზონები მითოლოგიაში ისინი იყვნენ შეუდარებელნი. შექმნეს უძლიერესი არმია, მამაკაცების გარეშე. თავდაპირველად საბრძოლო ხელოვნებას მხოლოდ თავდაცვისთვის იყენებდნენ., შემდეგ მათ დამპყრობელი ლაშქრობები წამოიწყეს... შეიჭრნენ საბერძნეთში და დაიპყრეს ათენი. ეგეოსის ზღვის მთელი სანაპირო ამაზონების მმართველობაში იყო. ამაზონებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ტროას ომში, სადაც ამ უკანასკნელმა გამარჯვება მოახერხა. ამაზონების უდიდესი პრობლემა გამრავლება იყო, ერთ-ერთი მითოლოგიის თანახმად, ზოგიერთი ამაზონი მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ მას კლავდა, რადგან სასიყვარულო გრძნობა არ გასჩენოდა მის მიმართ. ლეგენდების თანახმად ამაზონები რომაელებმა შეაჩერეს. უმეტესი მათგანი გაუჩინარდა, თუმცა ტყვედ ჩავარდნილი ქალები გლადიატორებთან საბრძოლველად კოლოსეუმში მოათავსეს. საუბედუროდ გლადიატორებმა არცერთი ტყვე ამაზონი ცოცხლად არ დატოვეს, მას შემდეგ, ამაზონების შესახებ არაფერი სმენილა. არსებობდნენ თუ არა ნამდვილად ამაზონები? იყვნენ თუ არა ჯადოსნური ძალით დაჯილდოვებულნი და ჰქონდათ თუ არა დამპყრობელი ლაშქრობები საბერძნეთის და რომის იმპერიის შესახებ? ამ კითხვებზე პასუხების მოძიება საკმაოდ რთულია, რადგან სხვადასხვა მითოლოგიურ გამოცემასა და ისტორიულ წყაროებში განსხვავებული ვერსიებია დაფიქსირებული. დიდი მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. მეცნიერებმა ამაზონის ტყეში 9 ახალი სახეობა აღმოაჩინეს 2. „ხურდას თვლიდა… გამყიდველს სთხოვა, 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო” – რა მოხდა უბნის „მარკეტში”? 3. ქვეყანა, რომელიც ამ იდეოლოგიით მუდამ იარსებებს! 4. განსაცვიფრებელი ფაქტების ტოპ 22 - იცით თუ არა რომ... (III ნაწილი) 5. ქალის შურისძიება, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს 1297 7-ს მოსწონს
|