x
სასიყვარულო რიტუალები

ერერ

მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე სასიყვარულო რიტუალი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც თეთრ და არც შავ მაგიასთან.აირჩიეთ წარმოდგენილი 10 მეთოდიდან ერთ-ერთი რომელიც ყველაზე მეტად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას გამომდინარე საჭიროებიდან და იმოქმედეთ!

რიტუალი №1. “წერილი სიყვარულს”.

ეს რიტუალი დაგეხმარებათ იდეალური პატრნიორის პოვნაში. მისი შესრულება რეკომენდირებულია ახალი მთვარის პირველ პარასკევს. წინასწარ მოამზადეთ ორი ვარდისფერი სანთელი, ვარდისფერი ვარდი, ქაღალდის ფურცელი, კალამი და მწვანე ზონარი. მზის ჩასვლის შემდეგ, განმარტოვდით ოთახში, დარწმუნდით, რომ არავინ შეგაწუხებთ. აანთეთ სანთელები და სანთლების გვერდით ვარდი დადეთ. დაჯექით და იოცნებეთ იმ ბიჭზე, ანუ როგორი გსურთ, რომ იყოს თქვენი იდეალური შეყვარებული. წარმოიდგინეთ მისი გარეგნობა, თვისებები, ხასიათი, ჰობი და ა.შ. შემდეგ ეს ყველაფერი ქაღალდის ფურცელზე დაწერეთ. ფურცელი ვარდს შემოხვიეთ და მწვანე ზონარით შეკარით. ჩააქვრეთ სანთლები, გადით გარეთ და მიწაში დამარხეთ ვარდი (რომელსაც ფურცელი ჰქონდა შემოხვეული და ზონარით იყო შეკრული). იდეალური სიყვარული მალე გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.


რიტუალი №2. “ვაკეთებთ სიყვარულის ავგაროზსს”.


სანამ ავგაროზის გაკეთებას შევუდგებოდით, ჯერ კარგად გაერკვიეთ რა გინდათ. კარგად დაისახეთ მიზანი და ქაღალდის ფურცელზე დაწერეთ. მაგ.: “მე მინდა რომ იდეალური პარტნიორი ვიპოვო”, ან “მე მინდა რომ წარსულის სიყვარული დავიბრუნო”. სურვილი ჩადეთ ლამაზ ყუთში. ზემოდან ვარდის ფურცლები მოაყარეთ (ტრადიციული სიყვარულის სიმბოლოა) და შეკარით ყუთი ვარდისფერი (წრფელი სიყვარულის ფერია) ან წითელი (ვნების ფერია) ზონარით. ყუთი თქვენს საძინებელ ოთახში შეინახეთ და გჯეროდეთ, რომ ავგაროზი წარმატებას მოგიტანთ.


რიტუალი №3: “თხოვნა ანგელოზებს”.

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ ტუალს – ოჯახის მფარველ ანგელოზს. როდესაც მას მიმართავთ, არ დაგავიწყდეთ თქვენს მედიტაცია-მიმართვის დროს დაამატოთ მწვანე-ზურმუხტოვანი, ვარდისფერი და ოქროს ფერები, ეს ანგელოზის ფერებია. აი, მიმართვაც:

“О, Туал, с верой и надеждой прошу тебя помочь мне в моих любовных взаимоотношениях. Пусть твоя нежная поддержка поможет мне на пути обретения счастья. Во имя высшего блага.”

მიმართვა ანაელის ანგელოზს. ახალი მთვარეობის პირველ დღეებში, კერძოდ კი პარასკევ დღეს აანთეთ ან ვარდისფერი ან მწვანე სანთელი, არომატიზირება მოახდინეთ ოთახში ვარდისფერი სურნელოვანი ზეთით, გვერდით ზურმუხტის თვალი დადეთ ან თუ სურვილი გაქვთ, რაიმე სამკაული გაიკეთეთ, რომელიც ზურმუხტით იქნება მორთული. მიმართეთ ანაელს და ჩამოუთვალეთ ყველა ის თვისება, რომელიც გსურთ, რომ თქვენს მომავალ მეორე ნახევარს გააჩნდეს და ასევე ისიც, თუ როგორი ურთიერთობა გსურთ მასთან. სთხოვეთ ანაელს, რომ დალოცოს თქვენი ურთიერთობა და შესძინოს მას “სიმაგრე” და ბედნიერება. ჩააქრეთ სანთელი და დაელოდეთ. სიყვარული აუცილებლად გესტუმრებათ.


რიტუალი №4: “სიყვარულის ყვავილი”.

ეს რიტუალი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოდის. მხოლოდ იმ გოგოებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ოცნებობენ შეხვდნენ თავიანთ სიყვარულს. ეს რიტუალი დაგეხმარებათ იპოვოთ შესანიშნავი ურთიერთობები, რომლებიც იქნება აგებული წრფელ და ორმხრივ სიყვარულზე. რიტუალი სრულდება ახალი მთვარის პირველ დღეებში. კარგი იქნება თუკი პარასკევს, საღამოს შეასრულთ, რადგან პარასკევ დღეს მართავს პლანეტა ვენერა – სიყვარულის ქალღმერთი. თქვენ დაგჭირდებათ თეთრი ყვავილი (არ აქვს მნიშვნელობა რომელი ყვავილი იქნება, მთავარია თეთრი იყოს). დადეთ ეს ყვავილი ან ფანჯრის რაფაზე ან აივანზე – ისე, რომ მასზე მთვარის შუქი ანათებდეს. მოითხოვეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ნათელი და ორმხრივი სიყვარული გამოჩნდეს. აისზე აიღეთ ეს ყვავილი და ჩადეთ წმინდა წიგნში. არ არის აუცილებელი, რომ ეს ბიბლია იყოს. ყვავილი იმ წიგნის ფურცლებს შორის უნდა მოექცეს, რომელიც ძალიან მოგწონთ და რომლის წაკითხვისას ენერგია და ძალები გეძლევათ. ყვავილი შემდეგ ახალ მთვარეობამდე უნდა იდოს წიგნში. შემდეგი ახალი მთვარის პირველ ღამეს, ამოიღეთ ის ყვავილი წიგნიდან და მისი ფურცლები ხელის გულებზე დაიყარეთ, თან თქვით:

“Отдаю тебе, дух блистающий, часть своей мечты. Попрошу у тебя, дух свершающий, торжество любви!”.

აღწერეთ იმ ადამიანის თვისებები, რომლის გამოჩენაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში, სული შეუბერეთ ყვავილის ფურცლებს და ღია ფანჯრიდან “გადაყარეთ”. ჩათვალეთ, რომ ამ რიტუალის შესრულების შემდეგ თქვენი ოცნების მამაკაცი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ერთი თვის განმავლობაში.


რიტუალი №5.

იღებთ ვერხვის 3 ჯოხს, უკიდებთ ცეცხლს და უყურებთ მხოლოდ და მხოლოდ მათ, დანარჩენს არაფერს და ამბობთ შემდეგ ფრაზას:

“Сговорилась Луна, Сговорилась звезда,
Сговорилось Солнце; Все меж собой сговорятся,
И все мои слова утвердятся,
Исполнятся и закрепятся!
Все мои указы—Будьте для (მსხვერპლის სახელი) приказы!
Как послушно родителям дитя,
Так послушен будь (მსხვერპლის სახელი) для меня!
Именем Кощного запираю!
Да будет по-слову моему!”

ამის შემდეგ დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ სასურველი მომენტი, მაგალითად, რომ ერთად ხართ – ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ წარმოიდგინეთ! – მეთოდი მას თქვენზე დაამორჩილებს, მის საკუთარ სურვილს ჩაკლავს და თქვენს სურვილზე ივლის.
P.S. მეთოდი არის 3 წლიანი.


რიტუალი №6.

გთავაზობთ ისეთ მეთოდს, რომელიც თქვენ ძალიან მომხიბვლელს გაგხდით, ისე იქნებით, რომ მამაკაცები თვალს ვერ მოგაშორებენ! ამ მეთოდის კითხვა ნებისმიერ დღეს შეიძლება, აუცილებლად დილას საწოლში, როდესაც გაიღვიძებთ – იმწამსვე ეს თქვით:

“Со постели мягкой к чистому озерку, с родительского благословения, почерпну я водушки в небесном колодце. Та водушка дороже перстней золотых, милей палат каменных, кубков серебряных. А вода та – красота. Я умою в ней бело лицо и буду казаться молодым молодцам, старым старикам, пожилым мужчинам, дряхлым старушкам, молодым девицам, пожилым вдовицам краше солнца красного, ясного месяца, луча утреннего. Казалась бы моя красота всем и всякому во всякий час, во всякую минуту и всякий день, пала бы она им на сердце и на глаза. Аминь”.

ამის შემდეგ საღამოსთვის ან შუადღისთვის დაურეკეთ თქვენს საყვარელ მამაკაცს და სთხოვეთ რომ შეგხვდეთ! – ის მოიხიბლება თქვენით… დანარჩენი თქვენზეა…


რიტუალი №7.

სიყვარულის დაბრუნებას რაც შეეხება… გთავაზობთ ასეთ მეთოდს:
შედით ისეთ ოთახში, სადაც 4 კუთხე იქნება. ოთახის ერთ კუთხეში დადექით, დაწერეთ პატარა ფურცელზე თქვენი საყვარელი ადამიანის სახელი, მიდით მეორე კუთხეში და დაწერეთ სხვა პატარა ფურცელზე ისევ საყვარლის სახელი —> ასე გააკეთეთ დანარჩენ ორ კუთხეშიც…
ეს ფურცლები შემდეგ შეაერთეთ ერთად და დადეთ ბალიშის ქვეშ, სანამ დასაძინებლად დაწვებით… დილას დაწვით ეს ფურცლები მოკიდებული სანთლის ალზე, ხოლო ფერფლი გაატანეთ ქარს!


რიტუალი №8.

აიღეთ ადამიანის ფოტო ორივე ხელით შეატყუპეთ ერთმანეთზე ისე, რომ შუაში მოაქციოთ ფოტო, იარეთ წრეზე – საათის ისრის მიმართულების საპირისპიროდ და თან წარმოსთქვით შემდეგი ფრაზა: (3-ჯერ!)

“Задом наперед, все наоборот, будешь ходить, будешь думать,
делать будешь все в мою пользу, все, как я скажу”.

როდესაც დაამთავრებთ, ჩამოჯექით და წარმოიდგინეთ სასურველი შედეგი.


რიტუალი №9. “სასიყვარულო ნახატი”.


ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებსაც დაუახლოვდებით და ერთ-ერთ მათგანთან შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობაც გააბათ. რიტუალის დასრულების შემდეგ თქვენ სხვა ადამიანების თვალში უფრო მკვეთრად გამოჩნდებით. რიტუალი ტარდება ღამის 12 საათის შემდეგ. ჩააბნელეთ ოთახი და მაგიდაზე განათავსეთ 3 წითელი სანთელი, დაანთეთ ისინი და მიუჯექით მაგიდას. აიღეთ 2 თეთრი ფურცელი. ერთ-ერთ მათგანზე დახატეთ საკუთარი თავი, შეეცადეთ სხეულის ყველა ნაწილი მიამსგავსოთ ერთმანეთს. ხატვის დროს შეიგრძენით თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. მეორე ფურცელზე დახატეთ თქვენი იდეალური პარტნიორი და ეცადეთ ხატვის დროს კარგ განწყობაზე იყოთ. უსმინეთ მშვიდ მუსიკას და გაიღიმეთ. როდესაც იდეალური პარტნიორის ხატვას დაასრულებთ გვერდით მიუხატეთ ყველა იმ თვისების გამომხატველი სიმბოლო, რა თვისებებიც გინდათ, რომ ადამიანს ჰქონდეს და დააწვეთეთ თავის გარშემო წითელი სანთელი. თქვენი თავის გამომხატველ ნახატზე დააწებეთ თქვენი თმის ღერი. ხოლო თქვენი იდეალური პარტნიორის ნახატზე დააწებეთ წითელი ვარდის ფურცელი და აკოცეთ ნახატს. ნახატები ერთმანეთზე დადეთ ისე, რომ თქვენი და პარტნიორის სახეები ერთმანეთს ეხებოდეს და დამალეთ ისეთ ადგილას სადაც ვერავინ იპოვის. დაივიწყეთ ამ რიტულის შესახებ და ცხოვრება ხალისით გააგრძელეთ. როგორც ზემოთ ვახსენე, რამოდენიმე კვირაში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებსაც დაუახლოვდებით და ერთ-ერთ მათგანთან დაიწყებთ სასიყვარულო ურთიერთობას. თუ ეს ურთიერთობა მალე დასრულდა, მოძებნეთ ნახატები და ჩააგდეთ ისინი კოცონში.


რიტუალი №10.

მეთოდი არის დაკავშირებული ისეთ ურთიერთობასთან, რომელსაც ამჩნევთ, რომ ნელდება…
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ საყვარელი ადამიანის 3 ცალი თმის ღერი. შემდეგ, დებთ ამ სამ ცალ თმის ღერს და საკუთარი თმის ხუთ ცალ ღერს. აუცილებელია, რომ სწრაფი მოძრაობით ჩააგდოთ თმის ღერები ცეცხლში, თან ამბობთ:

“Господи, огнем Святого Духа сожги наши сердца. Аминь!”

ამის შემდეგ ურთიერთობამ ისევ ძველი, ნორმალური სახე უნდა მიიღოს.

P.S. თუკი რამდენიმე რიტუალის ჩატარება გსურთ, შუალედი 2 დღე უნდა იყოს! არავითარ შემთხვევაში არ შეასრულოთ რამდენიმე რიტუალი ერთ დღეს და არავის არ უამბოთ რომ ჩაატარეთ, რადგან შეიძლება დაკარგოს ძალა ამა თუ იმ რიტუალმა. შედეგი შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. ველი თქვენს მოსაზრებებს. წარმატებებს გისურვებთ.
3
839
1-ს მოსწონს
ავტორი:qera15
qera15
839
  
2018, 15 ოქტომბერი, 20:21
გთხოვთ მომწერეთ პასუხი
2018, 15 ოქტომბერი, 19:27
ეს რუსულად რომ წერია ის უნდა გადავთარგმნოთ თუ ისე უნდა წავიკითხო როგორც წერია
2018, 19 აპრილი, 23:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3