ქალი და მამაკაცი 7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა კარმულია 2018, 8 აპრილი, 16:24 “ჩვენ შემთხვევით არავის ვხდებით, ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში”, – წერდა ფროიდი. იგი მიიჩნევდა, რომ ჩვენი თავდაცვითი მექანიზმების მიერ ქვეცნობიერში განდევნილი მიუღებელი სურვილების, თვისებების თუ გრძნობების პროექცირებას ვახდენთ სხვა ადამიანებზე. ვიზიდავთ პარტნიორებს, რომელთაც ზუსტად ის თვისებები აქვთ აშკარად გამოვლენილი, ჩვენ რომ ჩავახშვეთ ტრავმების გამო და ამ გზით ჩვენი ამ თვისებების გადაფარვა გვსურს. კარმული კანონების მიხედვით ქვეცნობიერში წინა ცხოვრებების გამოცდილებაც გვაქვს, სულსაც აქვს ტრავმული მეხსიერება და ერთმანეთსაც დაუმთავრებელი საქმეების დასამთავრებლად, ვალების გასასტუმრებლად ვხვდებით. მეცნიერულად მიუდგები თუ ფილოსოფიურად, დასკვნა ერთია, ნებისმიერი ურთიერთობის მიზანი წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების მცდელობაა ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე და ეს პროცესი არც ისე მარტივია ხშირ შემთხვევაში. ისეც ხდება რომ გამოსწორების ნაცვლად, კიდევ უფრო რთულდება. კარმული კავშირი ბევრნაირია: იგი ნეგატიურიც შეიძლება იყოს და პოზიტიურიც (karma is only a bitch if you are), ხანგრძლივიც და ხანმოკლეც, უცებ შეიძლება დაგანგრიოს და თავიდან აგაშენოს, ან მთელი ცხოვრება გწამლავდეს, იგი შეიძლება იყოს დედა-შვილური, მეგობრული, საქმიანი, სასიყვარულო… ახლა სწორედ სასიყვარულ კარმულ ურთიერთობებს განვიხილავთ. კარმული სიყვარულის სიმპტომებია: გარდა ამ შვიდი ნიშნისა კიდევ უამრავი სიმპტომია: ვალდებულებებში აცდენა (ერთი უფრო მეტს იღებს თავის თავზე), ფინანსური პრობლემები, დამცირება, ეჭვი, ჩხუბში კარების მიჯახუნება, ყვირილი… იზოლაცია, მეგობრებისგან და ახლობლებისგან ერთერთის მიზეზით ჩამოშორება, წონაში დაკლება ან მომატება, სრული შეპყრობილობა – როცა ადამიანი უკვე სტალკინგს იწყებს, რადგან არ შეუძლია შენი დანახვის გარეშე არსებობა, დეპრესია, ძილის სისტემის დარღვევები, დრამატული განშორებები და შერიგებები, ინტრიგები და უბედურებები– მოკლედ, ის ყველაფერი რაც სიყვარულისთვის რეპუტაციის შელახვას ამდენი ხანია ცდილობს და მაინც ვერ ახერხებს. ხანდახან საშინლად ვიღლებით, გაქცევის მცდელობებიც გვაქვს, თავს ვანებებთ, ვშორდებით, როგორც იქნა სულიერ სიმშვიდეს მოვიპოვებთ, გგვგონია რომ ყველაფერი დამთავრდა, ეგებ ქორწილისთვისაც ვემზადებოდეთ, უცებ კი ეს ადამიანი რეკავს, თქვენ ყველაფერს ტოვებთ და მაინც მას მისდევთ. თან თავადაც იცით, რომ ძალიან დიდ სისულელეს აკეთებთ. მოკლედ, თითქოს ჯადო გაქვთ გაკეთებული – საკმარისია თქვენთან კონტაქტზე გამოსვლის უფლება მისცეთ, რომ მაშინვე გაჰიპნოზებთ. ბევრს მოსწონს კიდეც დრამა, მძაფრსიუჟეტიანი და საშინელებათა ფილმები, თუმცა მაინც საჭიროა გავაფრთხილოთ, რომ ამ ურთიერთობამ სულიერი ზრდა რომ მოგიტანოთ და ვალების გასტუმრების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი ვალები არ დაგადოთ (კომპლექსებიდან გათავისუფლების ნაცვლად, უფრო მეტი კომპლექსები არ გაგიჩინოთ), საჭიროა გაცნობიერება და ორმხრივი სურვილი იმისა, რომ პარტნიორობა შედგეს. თქვენ ორივეს უნდა გინდოდეთ ამ კოშმარიდან გამოსვლა, სიმშვიდე და ბედნიერება. რა გგონიათ? ერთ დღეს მიხვდება რამდენს აკეთებთ მისთვის, რომ თქვენზე ძვირფასი არავინ ჰყავს და გააცნობიერებს როგორ ძალიან უყვარხართ? კლასიკური შემთხვევაა. ეს არ მოხდება, მუხლზე დაჩოქილი რომ მოვიდეს შერიგების სათხოვნელად, როგორც კი ურთიერთობას განაგრძობთ, ყველაფერი თავიდან დაიწყება. საჭიროა ყველაფრის გაცნობიერება, ერთმანეთთან გარკვევა და სირთულეების გადალახვის ერთობლივი მცდელობა. პირველ რიგში ერთმანეთის მიღება უნდა მოახერხოთ და ურთიერთობისთვის გვერდიდან შეხედვა. მერე იმაზე უნდა შეთანხმდეთ მზად ხართ თუ არა ეს გამოწვევა მიიღოთ და სიყვარულისთვის იბრძოლოთ ერთად! ზოგადად მიიჩნევა, რომ იშვიათად მაგრამ მაინც ხდება ისეც, რომ კარმულ ვალებს ისტუმრებს წყვილი და მერე თავისუფალ წყვილად რჩება, თუმცა ეს ძალიან იშვიათად. ბევრი ვერ უძლებს ამხელა ფსიქოლოგიურ წნეხს, ამდენ ემოციას: ეჭვი, ბრაზი, ბოღმა… და განწმენდის ნაცვლად პირიქით ბინძურდება ენერგეტიკულ დონეზე, ძველის მოცილები მაგივრად, კიდევ უფრო მეტ ბარგს იკიდებს. თუკი ატყობთ, რომ საკუთარ თავს ვერ ერევით და ნეგატივით ხართ სავსე, სჯობს რომ გაეცალოთ. ეს ძალიან რთულია. თქვენი ყოფილი, ოჯახი, ბავშვები ეცდებიან ყველა არასწორი ნაბიჯისთვის გაზღვევინონ. თითქოს ყველა თქვენს წინააღმდეგ იქნება, საკუთარი ფიქრებიც კი, მაგრამ გულს თუ არ გაიტეხთ, სულიერ სიმტკიცეს გამოიჩენთ, თუკი გადაწყვეტთ, რომ ბედნიერება გსურთ და გეკუთვნით კიდეც, აუცილებლად მოახერხებთ ამ კოშმარიდან გამოღვიძებას. როგორ? პირველ რიგში, პატიება უნდა მოახერხოთ, საკუთარი თავის და მისი. ნუ ეცდებით მოძებნოთ დამნაშავე. არავითარ შემთხვევაში არ ჩათვალოთ, რომ თქვენ გჭირთ რამე, თქვენშია პრობლემა, რომ რაღაც გაკლდათ… ნურც მასზე გაბრაზდებით, ის უბრალოდ თავის ფუნქციას ასრულებდა, კონკრეტული გაკვეთილი გასწავლათ, შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ კიდეც ამისთვის და თქვენს გზას ეწიოთ. ეცადეთ არ დაიტოვოთ გულში წყენა, ბოღმა, უარყოფითი ემოციები. კარმის კიდევ ერთი წესი – არავის აინტერესებს თქვენი მოტივები- სხვისი ქმედებები სხვისი კარმაა, თქვენი რეაქციები თქვენი. ასე რომ, ეცადეთ ძლიერი იყოთ და დარტყმებს ისე გაუძლოთ, სულიერად არ დაეცეთ. მასთან დარჩებით თუ მისგან წამოხვალთ ერთი რამ აუცილებლად უნდა მოახერხოთ – უნდა აპატიოთ. ეს დიდსულოვანი ნაბიჯი კი არა ერთადერთი ეზოთერული საშუალებაა, რომლითაც კარმული ჯაჭვებისგან გათავისუფლება შესაძლებელია. რადგან ფროიდით დავიწყეთ, ფროიდითვე დავამთავროთ – “თუკი ადამიანს ყველაფერი აპატიე, ესე იგი მასთან ყველაფერი მორჩა!” 240 2-ს მოსწონს
|