საზოგადოებრივი პირველი საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია 2018, 7 აპრილი, 19:04 6 - 9 წ. - ბელუმ ბატონიანუმი. რომის იმპერიამ და ოდრისიანის სამეფომ დაამარცხა დესიტიატები, ბრეუჩი, დალმაცია, ანდიზეტები, პანონიელები, პირუსტები, ლიბურნიელები და იაპოდები.
6 - 21 წ. - გოგურეო-დონგბურეოს ომები. გოგურეომ დაამარცხა დონგბურეო. 9 წ. - ბრძოლა ტეუტებურგის ტყეში. ჩერუსკებმა დაამარცხეს რომის იმპერია. 17 - 18 წწ. - მარობოდუუს ომი არმინიუსთან. არმინიუსის ჯარებმა დაამარცხეს მარკომანელები. 17 - 23 წწ. - ლიულინის აჯანყება. ლიულინმა დაამარცხა ქსინის დინასტია ჩინეთში. 17 - 24 წწ. - ტაკფარინას აჯანყება. რომის იმპერიამ დაამარცხა მუსულამი და ნუმიდია. 17 - 26 წწ. - წითელი წამწამების აჯანყება ჩინეთში. წითელი წამწამების მოძრაობამ დაამარცხა ქსინის დინასტია და იმპერატორი გენგში. 42 - 43 წწ. - თრანგი დების აჯანყება. ჰანის დინასტიამ დაამარცხა იუე. 43 - 96 წწ. - რომის იმპერიის მიერ ბრიტანეთის დაპყრობითი ომები. 50 - 53 წწ. - სომხურ-იბერიული ომი. იბერიის სამეფომ დაამარცხა არმენიის სამეფო. 58 წ. - ჰერმუნდური-ჩატის ომი. ჰერმუნდურმა (ძველი გერმანული ტომი) დაამარცხა ჩატი. 58 - 63 წწ. - რომაულ-პართიული ომი. 60 - 61 წწ. - ბოუდიკას აჯანყება რომის იმპერიის წინააღმდეგ. 66 - 73 წწ. - პირველი ებრაულ-რომაული ომი. რომის იმპერიამ დაამარცხა იუდეველი აჯანყებულები სადუკეველებთან და ადიაბენეს მიხალისეებთან ერთად. 69 წ. - ე.წ. "ოთხი იმპერატორის წელიწადი". 69 - 70 წწ. - ბატავის აჯანყება. რომის იმპერიამ დაამარცხა ბატავი, კანანეფატები, ფრისია, ლონგერები და ტრევერები. 73 წ. - იუვულუს ბრძოლა. ჰანის დინასტიამ დაამარცხა ჩრდილოეთ ქსიონგნუ. 89 - 93 წწ. - ქსიონგნუს სახელმწიფოს განადგურება. ჰანის დინასტიამ და სამხრეთ ქსიონგნუმ გაანადგურეს ჩრდილოეთ ქსიონგნუ. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 162 2-ს მოსწონს
|