x
image
მაიკო ქავთარაძე
საიდან წარმოიშვა ქართველთა თვითსახელწოდება ქართველი? (საინტერესო ცნობები)
ქართული წყაროების მიხედვით, ქართველთა ძირითადი თვითსახელწოდებაა ქართველი (<ქართუ-ელ-ი), რომლის ფუძესთან უშუალო კავშირშია უძველესი ქართველური ტომის სახელი-ქალდები და ლაზთა საცხოვრისის ძველი სახელი-ქალდეა. გასულ საუკუნეში ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, რომ ქართ-ვ-ელ და ქალდ- ფუძე მომდინარეობს უძველესი ურარტულ-კავკასიური ღვთების- ხალდის სახელიდან.



image


ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, წარმომავლობის -ელ სუფიქსის შემცველი ეთნონიმის-ქართუ-ელ-ი საყრდენ ფუძე ქართუ- უნდა იყოს, რომელიც შესაძლებელია იყოს ქორონიმი (ადგილის სახელი) ან ღვთაების სახელი; თუმცა, უფრო მეტი არგუმენტი მოეპოვება მოსაზრებას, რომ ეთნონიმი "ქართველი" მომდინარეობს ურარტულ-კავკასიური წარმართული ღვთაების-ხალდის/ქალდის/ქართუს-სახელისაგან: ქართუ-ქართუ-ელ-ი.



image



ღვთაების სახელისაგან ეთნონიმისა და ქორონიმის წარმოქმნა უჩვეულო მოვლენა არ არის ძველ სამყაროში; მაგალითად-ღვთაება ასური, ხალხი-ასურები, ქვეყანა-ასურეთი.

ლინგვისტური თვალსაზრისით, დაბრკოლება არ ახლავს ხალდ/ქალდ და -ქართ ფუძეთა დაკავშირებას.



image



საინტერესოა კიდევ რამოდენიმე გარემოება:

-სტრაბონის მიხედვით ტრაპიზონსა და ფარნაკიას ზემოთ ცხოვრობდნენ ქალდები-ძველი ხალიბები, რომელთაც ჰომეროსი ალიბებს უწოდებს: ხალიბი/ჰალიბი-ალიბი.

-"აბოს წამებისა" და მოვსეს ხორენაცის "სომხური გეოგრაფიის" მიხედვით, ქალდია/ხალდეა არის იგივე ჭანეთი.

-ადიღური ენის შაფსუღური დიალექტის ერთ-ერთ კილოკავში (ხაყუჩურ) ქართველის აღსანშავი ძველი სახელია ხალდე.

-საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებშიც რამდენიმე ხალდე დასტურდება: კავკასიონის კალთებზეა მყინვარი ხალდე და მდინარე ხალდეჭალა, აქვეა სოფელი-ხალდე.

2
6623
10-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
6623
  
2021, 8 ივლისი, 16:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 18 იანვარი, 20:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2