პოეზია ვინ იყო ბერძნული ლირიკის უპირველეს პოეტად აღიარებული და რა თავისებურებები დასტურდებოდა კუნძულ ლესბოსზე? 2018, 5 აპრილი, 13:48 ანტიკური ლიტერატურით დაინტერესებული მკითხველები და მკვლევარები საპფოს ბერძნული ლიტიკის უპირველეს პოეტად აღიარებდნენ. ძველი სამყაროს სახელოვანი ადამიანები მას მოიხსენიებდნენ, როგორც "მეათე მუზას" და "გასაოცარ არსებად".
ცნობები საპფოს შესახებ მოგვეპოვება ჰეროდოტესთან , სტრაბონთან... ![]() 1922 წელს გამოქვეყნდა ფრაგმენტები, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიოგრაფია შედგენილია ქამელეონის თხზულების მიხედვით. მოცემული ცნობების მიხედვით საპფო დაიბადა კუნძულ ლესბოსის ქალაქ ერესოში, თუმცა მთელი ცხოვრება გაატარა ქალაქ მიტილენეში. იგი მოღვაწეობდა ძვ.წ VII-VI სს-თა მიჯნაზე. არისტოკრატთა დევნის დროს VI საუკუნეში საპფო მიტილენედან სიცილიაში გაქცეულა. საპფოს ლექსებში არ ჩანს სამოქალაქო ბრძოლათა შეფასების კვალი, ამიტომ ლესბოსელ მკვლევართა აზრით, ის გადასახლებაში უნდა გაყოლოდა თავის ქმარს, ლესბოსელ არისტოკრატს, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლების დროს დევნიდნენ. ჩვენამდე მოაღწია საპფოს რამდენიმე გამოსახულებამ, რომელთაგანაც ყველაძე საინტერესოა მიუნხენური ლარნაკი საპფოსა და ალკეოსის გამოსახულებით. ![]() კუნძულ ლესბოსზე საინტერესო ვითარება დასტურდება, აქ ქალები დამოუკიდებელნი და თავისუფალნი იყვნენ, მაშინ როდესაც იმავე პერიოდის ატიკაში ისინი მკაცრად განსაზღვრულ ოჯახურ წესებს ემორჩილებოდნენ. სავარაუდოა, რომ საპფო როგორც ქალწულთა რელიგიური და შემოქმედებითი სახლის წინამძღვარი, ეწეოდა აღმზრდელობით და აკადემიურ მოღვაწეობასაც, ხოლო ქალწულნი მას შემდეგ რაც მიიღებდნენ დახვეწილ რელიგიურ თუ მუსიკალურ-პოეტურ განათლებას, შინ ბრუნდებოდნენ, ან თხოვდებოდნენ. ის დრო რომელსაც ქალიშვილები ერთად ატარებდნენ უბედნიერესი იყო მათ ცხოვრებაში. ისინი თხზავდნენ ლექსებს, ეუფლებოდნენ დახვეწილ მანერებეს, სილამაზის ხელივნებას, მონაწილეობდნენ ზეიმებში. ![]() 289 2-ს მოსწონს
|