x
image
carpediem
მე დეპრესია მაქვს
image


ცხოვრებაში ყველას გვაქვს პერიოდი როცა უბრალოდ ვიჭედებით, როცა ჩვენი ცხოვრება არსებობასთან გათანაბრებული სიცოცხლეა, როცა არ იცი რისთვის იღვიძებ, რისთვის გინდა ყოველი დღე, როცა არაფერი არ გახარებს. თუ არ იცით რას ნიშნავს ეს გრძნობა მაშინ ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ.

image

დეპრესია არ არის დროებითი მოწყენილობა, ან ცუდ ხასიათზე ყოფნა. ეს ხშირად ხანგრძლივი და რთული პროცესია. უძილობა, მოუსვენრობა, აგრესია, ბრაზი, დაცულობის შეგრძნების დაკარგვა, სასოწარკვეთა, როცა გგონია რომ სხვა გზა აღარ არის, რომ აღარაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ, ენერგიისა და კონცენტრაციის უნარის დაკარგვა, კომუნიკაციის სირთულე ხალხთან, მარტოსულობის შეგრძნება .... ეს და სხვა მრავალი სიმპტომი სამწუხაროდ თვითმკვლელობის ყველაზე დიდი რისკის ფაქტორებს წარმოადგენს.


image

დეპრესია შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, მიუხედავად მისი ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა, მისი გამომწვევი უნივერსალური მიზეზი არ არსებობს, იგი თითქმის ყოველთვის ინდივიდულურია. ხშირად ადამიანები ფიქრობენ რომ დეპრესიას მკურნალობა არ სჭირდება, რომ ესეც გაივლის, თუმცა ეს ასე არ არის. დეპრესიის დროს ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე ხდება, უყურადღებობის შედეგები კი შეიძლება სავალალო იყოს. ალკოჰოლის, ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება, სუიციდი - ეს ის გზაა რომელსაც არცთუ ისე იშვიათად მიმართავენ ადამიანები.

image

განსაკუთრებული ყურადღება მოზარდებს უნდა დაეთმოს. გარდატეხის პერიოდში მათ ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური ცვლილებები უდიდეს გავლენას ახდენს მოზარდის ჩამოყალიბებაზე. ყალიბდება მათი პრინციპები, შეხედულებები. ხშირად უჩნდებათ პროტესტის გრძნობა, ჰგონიათ რომ მათი არ ესმით, ხშირად ფიქრობენ სიკვდილზე. ბევრ მშობელს გონია რომ ესეც გაივლის, რომ გაიზრდება და ყველაფერი კარგად იქნება თუმცა დამერწმუნეთ ასე არის. ზოგჯერ ეს ყველაფერი იმდენად მტკივნეულია, რომ არასდროს არ გადის. ყოველთვის საჭიროა მოხდეს ინდივიდუალური შეფასება, ამიტომაც მოზარდებში დეპრესიის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს და მისდიოთ მის რჩევა დარიგებებს.

გახსოვდეთ, ანტიდეპრესანტები გამოსავალი არ არის, ხშირად პირიქით- უარყოფით შედეგებსაც იწვევს . ამიტომაც აუცილებელია ანტიდეპრესანტების მიღების დროს მოხდეს სისტემატური დაკვირვება ადამიანზე, თუ რა რეაქციებს ამჟღავნებს იგი და შესაბამისად მოხდეს დოზების განსაზღვრა, თუ ანტიდეპრესანტების საერთოდ აკრძალვა.

image

.....დეპრესიის დაძლევა არცერთი ადამიანისთვის არ არის ადვილი. ის უიმედობა, სასწარკვეთა, საკუთარ თავში ჩაკეტვა, ხალისის დაკარგვა ყველაფრისადმი არ გაძლევს საშუალებას არათუ რამე გამოასწორო, არამედ მოინდომო რამის გამოსწორება.

დეპრესიასთან მარტო გამკვლავება ფაქტიურად წარმოუდგენელია. აქ იგუსლიხმება არა მარტო ექიმების, არამედ ახლობლებისა და ოჯახის დახმარება, თუმცა თუ ადამიანმა თავად არ მოინდომა მდგომარეობიდან გამოსვლა, მისი დახმარება ძალიან რთულია. ამიტომაც არსებობს განსაზღვრული წესები, რაც ექიმებისა და პრეპარატების გარეშე დაგეხმარებათ დეპრესიის დამარცხებაში : ფიზიკური აქტივობების გაზრდა ( ვარჯიში, ცურვა, სირბილი ) ძილის რეჟიმის მოწესრიგება, სრულფასოვანი კვებითი რეჟიმი, საკუთარი თავისთვის სურპრიზების გაკეთება. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, გააკეთეთ ის რაც გსურს.

/

/


image

დეპრესიის დროს ხშირად აქვთ ადამიანებს სურვილი რომ უბრალოდ გაიქცნენ, ოჯახისგან, მშობლიური ქალაქიდან თუ უბნიდან შორს, შორს ყველასგან და ყველაფრისგან . გინდათ გაქცევა? გაიქეცით ... მოუწყვეთ საკუთარ თავს დასვენება, გააკეთეთ ის რაზეც ოცნებობდით ბავშვობაში, გააკეთეთ ის რაც გულით გინდათ. ერთადერთი ადამიანი, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია ეს თქვენივე თავია, ჩაიხედეთ თქვენს გულში და ყველაფერი კარგად იქნება


27
876
7-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
876
  
2012, 14 აგვისტო, 18:09
ეგ როდის გემართება ან რატომ?
2012, 3 აგვისტო, 0:24
ან მე შემეძლოს : ) დღეს ნევროზის ისეთი პიკი მქონდა უკვე მეგონა ასათიანზე მივყავდი :D
2012, 2 აგვისტო, 22:17
ყველაზე ორიგინალური ნიკი გაქვს :) ნეტავ ეგრე შემეძლოს, გაასწორებდა :D
2012, 2 აგვისტო, 3:41
ყველაზე ღირსეული კომენტარი რაც კი ოდესმე ჩემს სტატიაზე დაწერილა :D
2012, 29 ივნისი, 23:49
ყველაზე ყველაზე საშინელებაააა :X სამწუხაროდ გამოცდილი მაქვს :X
2012, 28 ივნისი, 14:56
დეპრესია გადატანილი მაქს და საშინელება, კიდევ კარგი ძმა ამომიდგა გვერჩი თორე დგეს როგორ მდგომარეობაში ვიქნებოდი არვიცი...
2012, 28 ივნისი, 4:35
კაი ეხლა დეპრესიული სტატიაა მაინც :D
2012, 28 ივნისი, 4:34
:|
2012, 28 ივნისი, 4:34
ნუ შენ ხო თავისუფალი ხარ :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10