x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ გამოიყურება დღეს სოხუმის მიტოვებული აეროპორტი- ფოტოები ბაბუშერადან
სოხუმის აეროპორტის ისტორია 1960 წელს დაიწყო, როცა აეროვაგზლის შენობას ჩაეყარა საძირკველი. თავდაპირველად აეროპორტი მხოლოდ მცირეგაბარიტიან თვითმფრინავებს იღებდა, მაგრამ 1970 წელს ბეტონის საფარის სისქე და სიგანე გაადიდეს, რამაც საშუალება მისცა აეროპორტს მიეღო შედარებით მძიმე თვითმფრინავები, როგორიც იყო, მაგალითად, Ил-76. 1980 წელს კი აშენდა ახალი აეროვაგზალი, ხოლო ასაფრენი ზოლის სიგრძე კიდევ უფრო გაიზარდა და გაჩნდა შესაძლებლობა Ил-86- ის მიღებისა. აი, როგორ გამოიყურება დღეს ეს ადგილი, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა.



image



ახლა კი ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ეს შენობა ომამდე



image




შესასვლელზე წაჩხაპნილი წარწერა გაშინებთ, თუმცა მისი სულაც არ ეშინიათ ძროცებს, რომლებიც აეროპოტის შენობაში დასეირნობენ.



image

ომის დაწყებამდე აეროპორტი მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენდა. სრულდებიდა რეისები სსრკ-ის სხვადასხა ქალაქებში, ხოლო ვერტმფრენები საქართველოს მხარეებში დაფრინავდნენ. მგზავრების მოძრაობა ზაფხულობით დაახლოებით 5000 ადამიანს უდრიდა დღე-ღამეში, ხოლო ზამთარში ეს რიცხვი 1000-მდე ადიოდა.



ფოტოზე: სოხუმის აეროპორტი 70-იანი წლების ბოლოს

image




სამწუხაროდ, ბაბუშერას აეროპორტის უწინდელი სურათები მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი, თუმცა ვიპოვე ვიდეო, რომელიც შესანიშნავად გვიჩვენებს, თუ როგორი მდგომარეობა იყო აქ წინათ.





ეს კი ახლანდელი ფოტოებია. შეადარეთ:


image


image


image


image



აქ ოდესღაც ადამიანები დადიოდნენ, ირგვლივ მხიარული ჟრიამულის ხმა ისმოდა; ვიღაც ნაყინს მიირთევდა, ვიღაცა ბილეთების რიგში იდგა, ვიღაცა კი თვითმფრინავის ტრაპზე ადიოდა, დრო თითქოს გაყინულა ამ მიტოვებულ შენობაში.



imageimage



მიტოვებული ტექნიკის სასაფლაო


image



აქ მრავლადაა უმოქმედო ვერტმფრენებიც...ეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო - საჰაერო ძალების ვერტმფრენია. ის ვერასოდეს იფრენს-პროპელერი აღარ აქვს.



image



ეს კი ცნობილი Як-40-ია –საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ვერტმფრენი, რომლითაც იგი 1993 წელს ომის დროს სოხუმში ჩავიდა. მან უკან გამოფრენა ამ თვითმფრინავით ვეღარ შეძლო, რადგან ჩამოაგდეს. დღეს ეს ვერტმფრენი ბაბუშერას აეროპორტშია მიგდებული.



image



აი, კიდევ რამდენიმე ფოტო აეროპორტის შენობიდან:


imageimage


ათვალიერებ ამ ფოტოებს და გული ტკივილით გევსება. ეს ხომ ჩვენი ნაწილია, ჩვენი მიწა-წყალი, დღეს ასე განადგურებული და გაპარტახებული. უყურებ ამ ფოტოებს და კიდევ ერთხელ რწმუნდები ომის საშინელებაში და მის დამანგრეველ ძალაში. იოლია ყველაფერი დაანგრიო, მიწასთან გაასწორო, მაგრამ აშენება-რთულზე რთულია.

შენიშვნა: ფოტოები გადაღებულია აფხაზი ბლოგერის მიერ და გავრცელებულია რუსულ ინტერნეტ-სივრცეში.


p.s. და კიდევ: ერთ-ერთ რუსულ საიტზე ეს ფოტო ვიპოვე, სავარაუდოდ, ისევ რუსების დამონტაჟებული. ვფიქრობ, აქ ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია:


image


0
627
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0