x
image
ჩუმარდო
რუსეთში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადამიანი
image

ცეცხლი გაჩნდა მოსკოვის სავაჭრო ცენტრ "Perseus"-ში ზედა სართულზე, სადაც იყო სათამაშო საამქრო და შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადამიანი.

მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ილია დენისოვმა განაცხადა, რომ აფეთქებამ მოკლა თანამშრომელი და დაშავდა 6 მეხანძრე. "თანამშრომელი წავიდა საგანგებო გასასვლელის საპირისპიროდ და გაიგუდა" - განაცხადა დენისოვმა.

სანამ მეხანძრეები მოახერხებდნენ ხანძრის ჩაქრობას, სახურავამდე გავრცელდა, თუმცა მოხერხდა დაახლოებით 300 ადამიანის ევაკუირება.


უახლოესი ხანძარი გაჩნდა აღმოსავლეთ მოსკოვში, სულ რაღაც 1 კვირის წინ ციმბირის სავაჭრო ცენტრში, რასაც 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა მიზეზი და დაპირდა ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერება.

ხოლო კემეროვის ხანძრის შემთხვევის შემდგომ, ადგილობრივმა გუბერნატორმა, ამან ტიულევმა გადადგომა გადაწყვიტა.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ჩუმარდო
ჩუმარდო
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0