x
image
სალო123
როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი დანაკარგის გარეშე

image
აღდგომის დღესასწაული წარმოუდგენელია წითლად შეღებილი კვერცხის გარეშე, რადგან ის სიმბოლოა ქრისტეს აღდგომის.

კვერცხის შეღებისთვის საჭიროა წინასწარ ( სასურველი რამდენიმე დღით ადრე) დანაწევრებული და წყალდასხმული ენდრო. იმ შემთხვევაში თუ კვერცხი მაცივარში ინახება, მოხარშვამდე გარკვეული დროით გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, რათა წყლის გაცხელებასთან ერთად არ დაიწყოს კვერცხმა გახეთქვა.

უკვე ჭურჭელში ჩალაგებულ კვერცხს დავასხათ დოლბანდში გაწურული ენდროს ნაყენი და ხახვის გარე ფურცლები ჩავუფინოთ. ცივი წყალით დავფაროთ კვერცხები. გაცხელებამდე სასურველია დავამატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი და ძმარი რათა დუღილის დროს არ დატყდეს კვერცხები.კვერცხების მოსახარშად ადუღებიდან 15-20 წუთი საკმარისი. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვაცივოთ და გავრეცხოთ ცივ წყალში. გადმოვიღოთ კვერცხები სხვა ჭურჭერლზე და გაშრობის შემდეგ გავწმინდოთ ზეთში დასველებული ნაჭრით.

0
1029
3-ს მოსწონს
ავტორი:სალო123
სალო123
1029
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0