x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
ვინ იყვნენ სინამდვილეში ციკლოპები? იტალიელი მეცნიერების სენსაციური ჰიპოთეზა
image
ჰომეროსის ოდისეაში მოთხრობილია ამბავი, როგორ გამოთხარა თვალი ოდისევსმა ციკლოპს. იტალიელი მეცნიერების დასკვნის მიხედვით კი ოდისევსმა დაამარცხა არა ციკლოპი, არამედ ... ჯუჯა სპილო, უფრო მეტიც, შეიძლება მან სულაც ამ სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი მოკლა. ძველი მითები ცალთვალა გოლიათების შესახებ იყო მთავარი თემა ექსპოზიციისა „პოლიფემე მოდენაში“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა თავის ქალები შუბლზე ერთადერთი ხვრელით. image
ერთი შეხედვით შეიძლება მართლაც იფიქრო, რომ ეს ხვრელი თვალბუდეა, თუმცა ეს თავის ქალა და დანარჩენი ძვლები ეკუთვნოდა არა ციკლოპს, არამედ ჯუჯა სპილოს. „თვალი“ შუბლზე სინამდვილეში არის ხვრელი სასუნთქი გზებისათვის, რომელიც ხორთუმით ბოლოვდებოდა, თვალები კი ამ არსებას თავის გვერდებზე ჰქონდა განლაგებული.image

მსგავსი თავის ქალები დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე: მალტაზე, კრეტაზე, როდოსზე, კვიპროსზე.მათი გადაშენების თარიღი კი ემთხვევა ლეგენდარული ოდისევსის ცხოვრების პერიოდს.

2000 წლის წინ ასეთ თავის ქალებს სავარაუდოა რომ გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით პოულობდნენ, სავარაუდოდ სწორედ ამ თავის ქალებმა ჩაუყარეს საფუძველი ლეგენდას ციკლოპებზე: თავის ქალა შეიძლება მიეკუთვნებინათ ადამიანისმაგვარი ურჩხულისთვის, ხვრელს შუბლზე თვალად აღიქვამდნენ, ნამდვილ თვალებს-პატარა ხვრელებს თავის გვერდით ნაწილში კი ალბათ ყურადღებას არც აქცევდნენ. image
უნდა აღინიშნოს რომ „ჯუჯა“ სპილოები თავიანთ დანარჩენ თანამოძმეებთან შედარებით იყვნენ ჯუჯები, თორემ მათი ზომა მოზრდილი დათვისას არ ჩამოუვარდებოდა.


საიდან გაჩნდნენ ჯუჯა სპილოები ხმელთაშუაზღვისპირეთში, ეს უკვე საიდუმლოდ რჩება. შესაძლოა, ისინი იმ პერიოდიდან დარჩნენ იქ, როცა კონტინენტებს თანამედროვე სახე ჯერაც არ ქონდათ მიღებული და ჯერ კიდევ არსებობდა სახმელეთო გზა აფრიკამდე.

0
779
2-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
779
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0