განათლება "შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" არ არის პოემის ავტორის საქართველოს მეფე თამარისადმი მიჯნურობის ამბავი"-ცირა ინწკირველი 2018, 3 აპრილი, 1:58 ქალბატონი ცირა ინწკირველი ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ბიბლიის სპეციალისტი, რუსთველოლოგი, მთარგმნელი და ჟურნალისტი იყო. მუშაობდა გამომცემლობა "მერანში". თბილისის დამოუკიდებელ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობდა ბიბლიის სახისმეტყველებას. თარგმნილი აქვს-ივნინი, სმირნოვი, კატაევი, დიუმა, ცვატაევა და ბევრი სხვა... ეს თარგმანები სპეციალისტების აზრით, მიჩნეულია თარგმანშედევრებად.
ქალბატონი ცირა სადოქტორო დისერტაციის დასაცავად უნდა გამგზავრებულიყო ინგლისში, ოქსფორდის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა ორმოც წლიანი ნაშრომი.-"იესო ქრისტეს დიდმშვენიერი დიდება", რომელიც წიგნად გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ.
ასევე, გამოქვეყნებული აქვს გაზეთ "დვრიტაში"-
"იცის თუ არა ვეფხისტყაოსანმა რომ ქართველების უდიდესი ეროვნული საიდუმლო გამოქვაბულშია შენახული?" (გაზ."დვრიტა"1990წ 12 სექტემბერი). "ეს ნაშრომი არ მოიძებნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში რადგან შეცდომით არის მითითებული გაზეთ "დვრიტაში". თუ ვინმემ იცით ამ ნაშრომის შესახებ რამე ან მოიძევთ, გთხოვთ, გაგვაგებინოთ"-მღვდელი პეტრე (ცაბაძე).
ქალბატონ ცირას ჰყავს შვილი, რუსუდანი და შვილიშვილი მიხეილი.
გთავაზობთ, 1996 წლის თებერვლის ნომერში, "ქალთა გაზეთში", გამოქვეყნებულ ცირა ინწკირველის სტატიას, რომლის გაცოცხლება და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა მთხოვა კაცხის სვეტის ბერმა მამა მაქსიმე ქავთარაძემ:
არის სხვა სიმართლეც. ბიბლიის განმარტება, როგორც ცნობილია, პატროლოგიის და ეკლესიის პრეროგატივაა. სამართლიანადაც ბიბლიის ტექსტის ისტორია მოწმობს, რომ კანონიკური ტექსტის განმარტების მსვურველებისათვის ხსნილია ფანტაზიის კარი და შეცდომა გარდაუვალია. არ შიძლება ჩემს შემთხვევას ეწოდოს გამონაკლისი: ნაჩუმათევად არც საკვალიფიკაციო ნაშრომი დამიცავს და არც "რელიგიისა და კულტურის მასწავებლის" გამზადების დიპლომი ანუ თანამედროვე ტერმინოლოგიით, სერთიფიკატი ამიღია. მე ვისარგებლე საქართველოს საპატრიარქოსთან მრავალი წლის თანამშრომლობით და საჯარო დაცვის წინ ავტორეფერატი ეკლესიის ხელმძღვანელობას შევთავაზე; ჩემთვის ხელი არ შეუშლიათ, პირიქით, ავტორეფერატი იკურთხა. რუსთაველზე დაყრდნობით ბიბლიის სახისმეტყველების ახსნა, როგორც ითქვა, დაკავშირებულია ურთულეს პრობლემებთან, მაგრამ მას, ვფიქრობ, ალტერნატივა არ გააჩნია: წმ. ბიბლიის სახისმეტყველების რუსთველის ღვთისმეტყველებაზე დაყრდნობით განმარტება არ ეწინააღმდეგება არც დოგმატიკურ და არც ძირითად ღვთისმეტყველებას, ხოლო იქ, სადაც ტუსთაველის სწავლება წინ უსწრებს პატრისტიკას, კანონიკიური ტექსტი ღიად, ცალსახად ემხრობა რუსთაველს. განა შეიძება, ეკლესიამ არაკანონიკურად გამოაცხადოს ქართული თარგმანები, რომლებსაც ბიბლიის აღიარებული სპეციალისტები ორიგინალის ტოლფასად მიიჩნევენ და სცნოს მხოლოდ ძველებრაულიდან ახლახანს შესრულებული, რომელიც თვალნათლივ მოწმობს ქრისტიანობის ბურჯის პავლე მოციქულის სწავლებას: იუდაიზმისათვის დახურულია მისი საკუთარი საღვთო წერილის თეოსოფიური სიბრძნე, იუდაიზმი სულიერად ბრმა არის! ყოვლისმომცველი ცოდნა, განსაცვიფრებელი განათლება, რომელიც ჩქეფს "ვეფხისტყაოსნის" ტექსტიდან, არსებობდა საქართველოში, მისი გამოძახილი აისახა ანტიკურ სამყაროში, სხვათაშორის იმიტომაც შევძელი დაცვა, რომ ნაშრმომს დავურთე თრგმნილი, სისტემატიზებული ემპირიული მასალა და საკითხი ასე დავსვი: ვისაც არ სჯერა ძირითადი დასკვნების დებულებები, იმან უნდა ახსნას, საიდან მოდის ეს მასალა. დანიის პრინცის ჰამლეტის სიტყვებს მოვიშველიებ: ჭეშმარიტება თვს ვერ დამალავს, თუნდ დასაფარად დედამიწა გადაეფაროს. -რა პრობლემებს ეძღვნება სადოქტორო დისერტაცია? -მას ეწოდება "ბიბლიის სახისმეტყველება". დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აწარმოებს ჩემს დოკუმენტაციას ოქსფორდის უნივერსიტეტთან. ეს გრძელი, სპეციალური საუბრის თემაა და მოდით, ამჯერად ტაბუ დავადოთ. -თქვენი ჰობი? არა გაქვთ ანდა არ გქონიათ განა ასეთი? -კი როგორ არა, ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს ახლობლების და ნაცნობ-მეგობრების ქართული ეროვნული კერძებით გამასპინძლება ანუ ქართული სუფრის გაშლა. ახალგაზრდობის წლებიდან ვაგროვებ ცნობილი ქართველი დიასახლისების რეცეპტებს, მინდა, წიგნად გამოვცე. მრავალი წელი ვემსახურე ქართული წიგნის გამოცემმის საქმეს და ვიცი: კარგი წიგნი გამოუცემელი არ ღცება. მეცნიერებისათვის დღეს უტყუარად არის ცნობილი, რას ნიშნავს საზრდო ადამიანისათვის, იმაზე, თუ რას ჭამს და რას სვამს ადამიანი, დამოკიდებულია ადამიანთა, ერების გარეგნობა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, შრომისმოყვარეობა, გენიის ანუ თავისუფლების რეალიზაციის უნარი, ხასიათი, მაშსადამე-ბედი. ქართველთა წინაპრების სუფრის, ნადიმის მამაპაპური წესჩვეულების შემნახველები იყვნენ. სუფრას საქართველოში არასოდეს ჰქონია მხოლოდ უტილიტარული დანიშნულება, საქართველოში ყვეა სერიოზული საკითხი დღესაც განა სუფრაზე არ წყდება? ამის მოწმწ პირადად ვყოფილვარ; სუფრა ესთეტიკურ კატეგორიას განეკუთვნებოდა. განსაკუთრებულ ფენომენს წარმოადგენდა და მისტერიონის ხასიათს ატარებს, საიდუმლო სერობაც სუფრა არ იყო განა? მე მწამს და სერიოზულად ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ეს იყო ქართული სუფრა. "ჩემზე ამბობენ, აი კაცი, მჭამელი და მსმელი", -მაცხოვრის სიტყვები გახლავთ. ქართული წყაროები ინახავს ღვთისმშობლისადმი ნათქვამ მაცხოვრის სიტყვებს ქართველ ხალხზე: დედაო, არა უგულვებელყო ერთი იგი საზეპურო უფროის ყოველთ ერთა ვართ ჩვენ დღეს ჩვენზე მაცხოვრის ამა აზრის ღირსი? ქრისტეს დამოწმებულ სიტყვებში მარტო ერის დახასიათბა არ არის მოცემული, არამედ ერის წყვდიადით მოცული, მატიანეშივე გასაიდუმლოებული ისტორიაც: საზეპურო თესლს უწოდებს საკუთარ თავს გილგამეში, რომლის ადგილობრივი სახელია იადუბარა-ია. გილგამეში ქვეყნიერების უფალი, ორი მესამედით, რომ ღმერთი იყო და ერთით-ადამიანი გამოსახული იყო ქართული ეროვნული დროშის ალამზე, იგი შუმერი იყო. ისტორია, როგორც ცნობილია, იწყება შუმერიდან და ეს ქართველი ერის ისტორია გახლავთ. -როგორი თვალით უცქერთ მომავალს? -ოპტიმისტურად, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ ბევრჯერ თვს დამატეხა ქარიშხალი ვერც თავი, ვერც შვილი, ვერც შვილიშვილი, ვერც ნაშრომი, ვერც თრგმანი და ვერც ბევრი სხვა რამ ვერ გამოვაპარე მაფიის მსახვრალ თვალს. მე დამჭირდა უკომპრომისო ბრძოლა იმის დასანარჩუნებლად, რაც დანამდვილებით მე მეკუთვნოდა, დანარჩუნება კი აუცილებელი იყო, რადგან მას გაყალბებისაგან დაცვა ესაჭიროება. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც სვეტიცხოვლის ამშენებელს მარჯვენას სჭრიან და სადაც აგრეც დგას სვეტიცხოველი, დღემდე სათანადოდ განუმარტავი ბიბლია გვასწავლის, რომ ღვთისაგან გაჩენილ ყოველ ერს აქვს თავისი ფუნქცია, რომლის აღსრულებისკენ მიუძღვის ერთ-ერთი მთავარანგელოზთაგან, ეს გზა ნებაყოფლობითია, რადგან ქრისტიანული რელიგია გამორიცხავს ნებისმიერ ძალადობას. მე თავმოყრილი მაქვსუამრავი უტყუარი საბუთი იმისა, რომ ბიბლიური პირველკაციდან-ადამიდან მომდინარე ქართველმა ერმა იცოდა თავისი ფუნქცია, ამ ფუნქციის კაცობრიული ხასიათი და მის შესატყვისადაც ცხოვრობდა. ეს რომ ასე არ ყოფილიყოქართველი ერი ფიზიკურად ვერ მოაღწევდა აქამდე. ის ფაქტი, რომ ქართველი ხალხი არსებობს დღესაც, იმის საბუთია, რომ ისტორიულად მთელი ერი ტოტალურად თმობდა ხორცს სულისათვის. იმ სიძველიდან, საიდანაც მოდის იგი საღვთო ისტორიით, ცხოვრების ასპარეზს არც ერთი სხვა ერთი არ შემორჩენია. წმინდა ილია მართალს ვერწმუნოთ: "მომავალი ჩვენია". -რას უსურვებთ თქვენს ხალხს? -მაგრად ჩასჭიდონ საკუთარ კაცობრიულ ფუნქციას, ხელიდან გამოგლიჯოს ავანტიურისტებს, შეისწავლოს, ისტორიულ რეალობად დაადასტუროს, გადააქციოს სამოქმედო პროგრამად, იყოს საკუთარი კაცობრიული ფუნქციის ღირსი. კაცობრიული ფუნქციისადმი ერთგულებაში მიბაძოს დიდ ებრაელ ხალხს, საღვთო ისტორიით საკუთარ შთამომავალს და არა-წინაპარს, ბიბლიის მატარებელ ერს! ის ფაქტი, რომ ებრაელმა ხალხმა განვლო თვისი უდაბნო, იმის მომასწავებელია, რომ ქართველი ხალხიც გაივლის თავის გზას ქრისტესაკენ, დიდ ებრაელ ხალხს უნდა გაუკაფოს ქართველმა ხალხმა, თვალი უნდა აუხილოს და დაანახოს, რომ მისი მესია მის მიერვე ჯვარცმული ქრისტეა ბედისწერმიერ და შობისმიერი "ტყუპისცალ ძმას"-ქართველ ერს ებრაელი ერისადმი მონობის უღელი სახელდობრ ღვთის ამ საიდუმლოსთვის აქვს დაკისრებული. დრო მოვა და ოდესმე გადაიგდებ ქედიდან ძმის მონობის უღელს, -ასეთი არის ღვთისაგან უკუგდებული მიჯნურის, სამღვთო მემრუშის მამისეული კურთხევა, მოვიდა ეს დრო და ქართველმა ხალხმა უნდა იცნოს ის . ჩკლული სულის აღორძინება დასდებს სალბუნს ქართველი ერის ჭრილობებს. ინტერვიუ საკმაოდ ვრცელი იყო, ამიტომ გადავწყვიტე რამოდენიმე ნაწილად გამეყო, მოცემული მონაკვეთი ინტერვიუს ბოლო, დასკვნითი ნაწილია. ქალბატონ ცირა ინწკირველთან კი ეს ინტერვიუ მოამზადა ნანა გოგუაძემ, 1996 წელს. ქალბატონი ცირა ინწკირველის ნაშრომები, კვლევები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ, რადგან ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლოს მისი წაკითხვა, გააზრება, შესწავლა. პირველი და მეორე ნაწილები განთავსებულნი არიან მოცემულ ბმულებზე: პირველი ნაწილი ("თავისუფლების განმარტებისათვის უნდა გვახსოვდეს მოციქულთა სწავლება: უფალი სულია და იქ, სადაც უფლის სულია, თავისუფლებაა.") მეორე ნაწილი ("მე უბრალოდ შემოქმედების ორივე ამ სფეროსადმი შესაშური ერთგულება გამოვიჩინე.") 608 5-ს მოსწონს
|