x
image
klopka
როგორ ცემს გული?

image● გული სისხლის მიმოქცევის სისტემის მთავარი ორგანოა.
ის შეუსვენებლად მუშაობს. ზრდასრული ადამიანის გული დღე-ღამის მანძილზე დაახლოებით
100 000-ჯერ იკუმშება. მაშინაც კი, როცა არ მოძრაობთ, თქვენი გულის კუნთები ორჯერ
უფრო მძლავრად მუშაობს, ვიდრე ფეხის კუნთები სირბილის დროს. სულ რაღაც 5 წამში
თქვენი გულისცემა შეიძლება გაორმაგდეს. ზრდასრულთა გული ორგანიზმში სისხლის მთელ მოცულობას,
5 ლიტრ სისხლს, წუთში გადატუმბავს. ფიზიკური დატვირთვისას გული 20 ლიტრ სისხლს
გადატუმბავს წუთში.
გულის სრულფასოვან ფუნქციონირებას
ნერვული სისტემა არეგულირებს. სწორედ ეს სისტემა განაპირობებს იმას, რომ ორივე წინაგულის
შეკუმშვისას, რაც ერთ წამამდე გრძელდება, მთელი სისხლი პარკუჭებში გადადის, შემდეგ
კი წინაგულები დუნდება და პარკუჭები იკუმშება. ადრე, როცა ექიმები ფონეიდოსკოპის მეშვეობით
გულის რიტმული ძგერის ხმას ისმენდნენ, ამ ხმას გულის კუნთების მუშაობას მიაწერდნენ,
სინამდვილეში კი ეს გულის სარქვლების დახურვა-გახსნის ხმა ყოფილა.

გული ყველა ცოცხალ არსებას უძგერს

როგორც წესი, ცხოველის
გულისცემის სიხშირე დამოკიდებულია მისი სხეულის მოცულობაზე. რაც უფრო დიდია ცხოველი,
მით უფრო ნელა უცემს გული. მაგალითად, სპილოს გული წუთში საშუალოდ 25-ჯერ ცემს, კანარის
ჩიტის კი — 1 000 -ჯერ. ახალშობილს დაბადებისას წუთში დაახლოებით
130-ჯერ უცემს გული და ზრდასრულობის ასაკამდე გულისცემა 70-მდე იკლებს.

მიიჩნევენ, რომ ძუძუმწოვართა
უმეტესობის სიცოცხლის ხანგრძლივობას მათი გულისცემის სიხშირე განსაზღვრავს. თაგვის
გულისცემა წუთში 550-ია და დაახლოებით სამ წლამდე ცოცხლობს. ლურჯ ვეშაპს გული წუთში
20-ჯერ უცემს და 50 წელზე ცოტა მეტს ცოცხლობს. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას
ამ კრიტერიუმით ვერ განვსაზღვრავთ, რადგან მაშინ ადამიანი მხოლოდ 20 წელს უნდა
ცოცხლობდეს. ჯანმრთელი ადამიანი დაახლოებით 70—80 წელს ცოცხლობს და შესაბამისად,
მისი გულისცემა მთელი სიცოცხლის მანძილზე 3 მილიარდს აღწევს.


ეს მონაცემები მიახლოებითია.
ზემოთ მოყვანილია გულისცემის საშუალო სიხშირე და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა.

1
679
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:klopka
klopka
679
  
0 1 1