საბუნებისმეტყველო მკვლევარებმა მექსიკაში უძველესი დაკარგული ქალაქი აღმოაჩინეს 2018, 30 მარტი, 12:36 მექსიკაში, მორელიას მახლობლად, გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქალაქი და პერეპეჩას ტომის უძველესი ნივთები, რომლებიც აცტეკების მეტოქეები იყვნენ. პერეპუჩას ტომი დასახლებული იყვნენ ცენტრალური მექსიკაში მე -16 საუკუნემდე, სანამ ევროპელები არ შემოცურდნენ სამხრეთ ამერიკაში. დედაქალაქი გახლდათ ცინცუნცანა. ნაპოვნი ქალაქი ანგამუკო 2ჯერ დიდი იყო ცინცუნცანაზე. ქალაქი ანგამუკო საუკუნეების განმავლობაში ყვაოდა. გაშენებული იყო თანამედროვე მექსიკის შტატ მიჩოაკანში, ათასობით წლით ადრე ამოფრქვეულ ლავის ნაკადებზე. მისი შესწავლის ყოველი მცდელობა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან დაფარული იყო გაუვალი ტყეებით. ცნობილია, რომ ქალაქი დასახლებული იყო 100 ათასზე მეტ ადამიანით. ქალაქი უჩვეულო იყო, გარშემო პირამიდებით, სკვერებით და გზებით. მკვლევრებმა ასევე შენიშნეს, რომ ქალაქს გეგმარების უცნაური მახასიათებლები აქვს. ტაძრები და ღია მოედნები განლაგებულია არა ცენტრში, როგორც ეს ხშირად ხდებოდა, არამედ ანგამუკოს კიდეების გარშემო, რვა ადგილას. 91 1-ს მოსწონს
|