x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„როცა ადამიანი იღუპება, მძიმე ტრაგედიაა... ასე სწრაფად დასკვნებს არ გავაკეთებდი,“ - კარასინი
image


ჟენევის დისკუსიაში ოფიციალურ შეხვედრაზე საუბარი შეეხო გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეებს. კომენტარი გააკეთა რუსულმა მხარემაც. ვრცელი განმარტება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმაც. მან აღნიშნა, რომ ასე სწრაფად დასკვნებს არ გააკეთებს.


„ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდში განიხილებოდა ძალიან სერიოზული, უსიამოვნო და ტრაგიკული ამბები, რომლებიც პერიოდულად ხდება ჩვენს ცხოვრებაში, იგულისხმება საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა.


„იყო დეტალური საუბარი. საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები ამ საკითხზე მშვიდად, გაშლილად იძლეოდნენ განმარტებებს, თუმცა მომავალში უნდა დავაკვირდეთ, არ უნდა დავუშვათ, რომ ასეთი შემთხვევები განმეორდეს. ასეთია მთავარი მიზანი“, – განაცხადა კარასინმა.



კითხვაზე, გრძნობს თუ არა რუსეთი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ტატუნაშვილის მკვლელობაზე, კარასინმა აღნიშნა, რომ ის მომხდარის შესახებ დასკვნებს სწრაფად არ გააკეთებდა. მისივე თქმით, მურად ჯიოევმა „ძალიან დეტალურად, ფაქტებზე, თარიღებზე და ციფრებზე დაყრდნობით განმარტა მომხდარის თავისი ხედვა“.


„როდესაც ადამიანი იღუპება, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მძიმე, ტრაგიკული სიტუაციაა. ყველაფერში საჭიროა კარგად გარკვევა. ასე სწრაფად დასკვნებს არ გავაკეთებდი. საჭიროა გარკვევა, გამოძიების ჩატარება. როგორც მესმის, ახლა გამოძიებას ატარებენ საქართველოში სასამართლო სამედიცინო ექსპერტები. ეს გაკეთდა სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ ვლადიკავკაზში, ჩვენი სასამართლო სამედიცინო ექსპერტების დახმარებით. ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში. არსებობს რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სააგენტოები, სტრუქტურები, რომლებიც მუშაობენ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ ისინი მოკავშირეებად მიგვაჩნია, მათთან გვაქვს კონტაქტი ყველა ხაზით, თუმცა საკითხები დღეს განიხილებოდა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს შორის. მიმაჩნია, რომ მურად ჯიოევმა ძალიან დეტალურად, ფაქტებზე, თარიღებზე და ციფრებზე დაყრდნობით განმარტა მომხდარის თავისი ხედვა“, – აღნიშნა კარასინმა.

0
93
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0