ცივი კერძები სომხური ლავაში 13 სახის შიგთავსით 2018, 29 მარტი, 0:32 გაშლილ სომხურ ლავაშზე დაალაგეთ შიგთავსი. უნდა გადაიხვეს რულეტის სახით ან დაიკეცოს მცირე ზომის კონვერტებად. 30 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დაალაგოთ თეფშზე, მორთოთ მწვანილით და დაჭრათ ნაჭრებად. გთავაზობთ შიგთავსის 13 ვარიანტს:1. დაჭერით ერთი პაკეტი კრაბის ჩხირები. დაამატეთ ოხრახუში, კამა, ნიორი და მაიონეზი გემოვნების მიხედვით. შიგთავსი არ უნდა იყოს თხელი. დაამატეთ 100 გრამი გახეხილი ყველი და აურიეთ.
2. 200 გრამ ხაჭოში აურიეთ ნიორი და კამა. დაუმატეთ მაიონეზი და კარგად აურიეთ.3. 200 გრამი ყველი დაფშვენით თითებით. დაამატეთ 100 გრამი სტაფილო, ოხრახუში და მაიონეზი.4. თევზი ზეთში (კონსერვი) დაანაწევრეთ. დაამატეთ 200 გრამი გახეხილი ყველი, კამა და მაიონეზი.5. 300 გრამი დამარილებული ქაშაყი (სელდი) დაანაწევრეთ. დაამატეთ ოხრახუში და კამა, 3 ცალი მოხარშული კვერცხი გახეხილი და 2 ცალი მოხარშული სტაფილო ასევე გახეხილი. დაამატეთ მაიონეზი და აურიეთ.(კვერცხის და სტაფილოს სანაცვლოდ შეგიძლიათ მოხარშული კარტოფილი გამოიყენოთ)6. მსხვილად გახეხეთ 200 გრამი ლორი, დაამატეთ 100 გრამი გახეხილი ყველი, ნიორი, კამა და მაიონეზი გემოვნებით.7. გახეხეთ 200 გრამი ლორი და 100 გრამი ყველი. დაამატეთ 100 გრამი სტაფილო, კამა და მაიონეზი.8. გახეხეთ მსხვილად 3 ცალი მჟავე კიტრი. 300 გრამი შემწვარი ან შებოლილი ქათმის ხორცი დაჭერით წვრილად. 1 ცალი ბულგარული წიწაკა და 2 ცალი მცირე ზომის ხახვი ძალიან წვრილად დაჭერით და გააჩერეთ. ყველაფერი აურიეთ, დაუმატეთ 2 ცალი წითელი პომიდორი და მაიონეზი.9. 100 გრამი გახეხილი ყველი შეურიეთ ერთად მოშუშულ ნიორს, 1 ქილა თეთრ მოხარშულ ლობიოს, 1 ცალ ბულგარულ წიწაკას და მაიონეზს.10. გახეხეთ 200 გრამი ყველი. დაამატეთ მარილი, მაიონეზი და ბევრი ქინძი, კამა და ოხრახუში.11. 1 ცალი დაჭრილი ხახვი ზეთში აურიეთ და გააჩერეთ. შეურიეთ 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ცალი მოხარშული სტაფილო, 2 ცალი მდნარი ყველის კუბიკი (ან გახეხილი), მაიონეზი და მწვანილი.12. 1 ცალი სტაფილო და 2 ცალი კიტრი გახეხეთ სახეხზე. დაამატეთ 2 ცალი პომიდორი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ნიორი, მცირე რაოდენობით გატარებული ნიგოზი, ოხრახუში, კამა, მაიონეზი13. 200 გრამი ხაჭო აურიეთ 20 გრამ გახეხილ ყველში, ნიორში, მაიონეზში და მწვანილში (ოხრახუში და კამა).გემრიელად მიირთვით!იხილეთ ასევე:1. ყველაზე სასარგებლო თევზი – წითელი არ არის!
2. ჩინური საჭმელი ვირთხებით და ქიმიით, ყალბი კვერცხით, ბრინჯით, მანათობელი ღორის ხორცით – გაგისინჯავთ?
1736 10-ს მოსწონს
|