x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
4 დაუჯერებელი დამთხვევა, რომელმაც მსოფლიო ისტორია შეცვალა
1. სიმპსონების ნაწინასწარმეტყველები "ტრამპი"


image


2000 წელს, სიმპსონების შემქმნელებმა ერთ-ერთ სერიაში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა იწინასწარმეტყველეს. მომენტები ზუსტად ემთხვევა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას. როგორც ხედავთ, გავიდა 18 წელი და დღეს დონალდ ტრამპი ნამდვილად აშშ-ს პრეზიდენტია! არც ვანგა და არც ნოსტრადამუსი, ეს სიმპსონების შემქმნელების წინასწარმეტყველება იყო.



2. განსაკუთრებული სახელი რომის იმპერიისთვის


image


ლეგენდის თანახმად, რომის იმპერია შექმნილია ძმების - რომულუსის და რემუსის მიერ. გადმოცემის თანახმად ისინი ომის ღმერთის, მარსის შვილები იყვნენ. იმპერიის დაარსებიდან რამოდენიმე წელიწადში, ძმებს უთანხმოება მოუვიდათ, რომულუსმა მოკლა რემუსი. შედეგად, რომის პირველი იმპერატორი რემულუსი იყო, ხოლო დასავლეთ რომისუკანასკნელი იმპერატორი რემულუს აუგუსტულუსი იყო. გამოდის, რომ რომის იმპერიაში ყველაზე ძლიერი და დიდებული იმპერატორები(პირველი და უკანასკნელი) რომულუსები იყვნენ.





3. ენტონი ჰოპკინსი და იშვიათი წიგნი


image


ენტონი ჰოპკინსი თავის ახალ ფილმზე იწყებდა მუშაობას. მას The Girl from Petrovka -ს როლების შემსრულელთანვის ინფორმაცია დასჭირდა, თუმცა წიგნი ვერ იშოვა. რამოდენიმე თვის შემდეგ, ჰოპკინსი სულ შემთხვევით წააწყდა მეტროში წიგნს, ერთ-ერთ მოქალაქეს სოლიდური თანხის სანაცვლოდ წიგნი გამოართვა. მოგვიანებით ჰოპკინსმა დაწვრილებით მოუყვა მოვლენების შესახებ, წიგნის ავტორს, ჯოჯრ ფეიფერს. ხოლო ფეიფერის პასუხმა, ჰოპკინსი ყველაზე იღბლიან ადამიანად აქცია! "წიგნი იშვიათობას წარმოადგენს, ბევრი ვერ დავაბეჭდინე, სულ 3-4 ასლი იყო, აქედან ერთ-ერთი ჩემს მეგობარს ჰქონდა, რომელმაც მეტროში დაკარგა" - ჯორჯ ფეიფერი.




4. ადოლფ ჰიტლერის ისტორია


image


პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, ჰენრი ტენდი ინგლისურ არმიაში გამოიძახეს. ომის დასასრულს, ჰენრი შეხვდა დაჭრილ გერმანელ ჯარისკაცს და მისკენ იარაღი გაიშვირა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯარისკაცი მის მტერს წარმოადგენდა, ჰენრიმ არ ესროლა დაჭრილ ჯარისკაცს. მან არ მოკლა ადოლფ ჰიტლერი. თუმცა საუბედუროდ ადამიანი, რომელსაც ჰენრი ტენდიმ სიცოცხლე აჩუქა, კაცობრიობის ხორცშესხუმი მტერი გახდა. ჰიტლერი გახდა ფაშისტური გერმანიის ლიდერი და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მთავარი წამომწყები პიროვნება. სამწუხაროდ, ჰენრის მიერ ნაჩუქარ სიცოცხლემ მომავალში 80 000 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}

1. რა მოხდება, თუ 1 თვის განმავლობაში ყოველდღე მივირთმევთ კოჭას?!

2. ცნობილები, რომლებმაც თავი დააღწიეს ალკოჰოლურ სასმელს

3. სერენაი სარიკაია - 10 საინტერესო ფაქტი თურქი სუპერვარსკვლავის შესახებ

4. მან მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქალებსაც შეუძლიათ სირთულეებთან გამკლავება!

5. შეუდარებელი ბუნება და ულამაზესი ხედი! წყვილი, რომელიც მთის სახლში იცხოვრებს

19
1072
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1072
  
2018, 31 მარტი, 7:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 31 მარტი, 7:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 29 მარტი, 21:26
კარგად გიცნობ მარა შენზე არ არის ლაპარაკი მარტო:))))
2018, 29 მარტი, 21:25
ნამდვილად არ ვაპირებ ეხლა მაგის ძიებას მაკა :D მიზეზი რომ მქონდეს კი ბატონო. ამ წუტას მე მიზეზს ვერ ვხედავ სამაგისოდ
2018, 29 მარტი, 21:24
მასე მიცნობ რომ აქ ხალხს ვეჩხუბო კომებში? ხანდახან იუმორს ვერ ხვდებიან რა ვუყოთ :)
2018, 29 მარტი, 21:23
მე სიმპსონებს არ ვუყურებ და ნამდვილად არ მახსოვს სერიების და მოვლენეების ქრონოლოგია, ახლა კი გავიგე, რომ დეზინფორმაციაა, მაგრამ, როცა დავწერე, მაშინ მეც არ ვიცოდი, რადგან უამრავ წყაროში წერდნენ, რომ წინასწარმეტყველება იყო. უბრალოდ, რბილად უნდა ავუხსნათ და მივუთითოთ ერთმანეთს იმ შეცდომებზე, რომელთა უტყუარობაშიც, ისევ და ისევ იმ წყაროების გამო, სადაც ვნახეთ, დარწმუნებული ვართ. ალექს, შეგიძლია ეგ სერია მოიძიო?
2018, 29 მარტი, 21:22
ერთ რამეს გირჩევთ კაია როდესაც აქ კომენტარებს ვუწერთ ერთმანეთს ოღონდ სასიამოვნოს არა ისეთს რომ ჩხუბში და სხვა რამეში გადაიზარდოს
2018, 29 მარტი, 21:15
მაკუშ, 2000 წელს გადაღებულ ერთ-ერთ სერიაში იყო. თუ იცი ამის შესახებ?
2018, 29 მარტი, 21:13
ჩემს ერთ სტატიასაც "მათ რაღაც იციან", გადაეკიდნენ, მიწასთან გამასწორეს, სწორედ სიმპსონების მრავალწლიან მულტფილმზე იყო, თუ რა პროგნოზები გააკეთეს შემქმნელებმა. ძალიან, ძალიან ბევრი წყარო არსეობს დასტურად იმისა, რომ სწორედ ასე წერდნენ, აბა შენ ან მე ხომ არ დაგვესიზმრა. შესაბამისად, ვთარგმნეთ და ვინც იცის, რომ დეზინფორმაციაა, ხომ შეიძლება კორექტულად გვითხრას. ახლა, კი გავიგე, რომ ინაუგურაციის ფოტო გამოიყენეს ერთ-ერთ სერიაში, მაგრამ როცა დავწერე, იმ მომენტში მე არ ვიცოდი, წყაროები მივუთითე და შესაბამისად არ დავარღვიე წესები. (თუ კარგი გვინდა ერთმანეთისთვის, აქ კი არ ვწერთ ყველას დასანახად, უბრალოდ პირადი მიმოწერა სწორედ ამისთვის არსებობს, რომ იქ გავუკეთოთ ერთმანეთის მასალას კორექტირება, შემდეგ კი ადმინისტრაცია ჩაასწორებს, თუ ტექსტი ამის აუცილებლობას მოითხოვს). ჩემი აზრი ასეთია.
2018, 29 მარტი, 21:07
მე პირადში იმიტომ მოგწერე, რომ არ მინდოდა საჯაროდ ასეთი გლეხური საუბარი შენთან! თუმცა არარის საჭირო, არც პირადი მიმოწერა და არც არაფერი!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10