უცხოური პრესა "კემეროვის სავაჭრო ცენტრში ხანძარი უყურადღებობის და კრიმინალური დაუდევრობის გამო მოხდა"- ვლადიმერ პუტინი 2018, 27 მარტი, 14:36 რუსეთის პრეზიდენტმა სავაჭრო გასართობ ცენტრ "ზამთრის ალუბლებში" მომხდარი ხანძრის მიზეზებზე ისაუბრა, რასაც 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ხანძრის დროს გარდაცვლილებს.
" რა ხდება ჩვენთან?ეს ხომ არ არის საბრძოლო მოქმედება ან შახტში მოულოდნელად მეთანის აფეთქება? ხალხი დასასვენებლად მივიდა.ჩვენ ვსაუბრობთ დემოგრაფიაზე და ამდენი ხალხი კი გვეკარგება-რის გამო?დანაშაულებრივი დაუდევრობისა და უყურადღებობის გამო." - აცხადებს პუტინი სახელმწიფო მეთაურმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილების ოჯახებს და მეგობრებს. შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა სავაჭრო ცენტრ კემეროვასთან ყვავილები მიიტანა ხანძრის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ. 27 შეფასება არ არის
|