x
18 წლამდელმა ბორჯღალოსნებმა ჰოლანდია გაანადგურეს

image


18 წლამდელმა ბორჯღალოსნებმა ჰოლანდიელი თანატოლები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაანადგურეს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 11 ლელო გაიტანეს და 7_ჯერ გარდასახეს. ჰოლანდიელთა რბევა პირველივე წუთზე იოანე იაშაღაშვილმა დაიწყო. ქართველთა მხრიდან ლელოები დადეს ნიკა ცინცაძემ(3), დემურ თაფლაძემ(2), იოანე იაშაღაშვილმა, ვანო კარკაძემ, გიორგი მარგალიტაძემ, ზურაბ ქავთარაძემ, ოთარ ლაშხმა და საბა კურატიშვილმა, ლაშა ლომიძემ 11_დან 7 გარდასახვა გაიტანა. საბოლოოდ საქართველომ ჰოლანდია 69-12 გაანადგურა. 18 წლამდელთა რაგბის ნაკრები ნახევარფინალში პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან, რომლებმაც რუსეთი დაძაბულ ბრძოლაში 37-32 დაამარცხეს.

0
93
4-ს მოსწონს
ავტორი:ფარნაოზ ქავთარაძე
ფარნაოზ ქავთარაძე
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0