სხვა რა ტიპის გოგონები შეიძლება შეგვხვდნენ სპორტ-დარბაზში - სახალისო ილუსტრაციები 2018, 25 მარტი, 14:58 ![]() ზაფხული მოდის და მალე ყველა სპორტ-დარბაზი გადაიტვირთება ადამიანებით, რომლებსაც სეზონისთვის ფორმაში ჩადგომა სურთ. იმის მიუხედავად, რომ ყველა სპორტ-დარბაზი ერთმანეთისგან განსხვავებულია, ალბათ, მაინც ყველაში დადის ხალხის ის კატეგორია, რომელსაც სტატიაში ნახავთ. 1. ახალმოსული, რომელმაც არ იცის, როგრო გამოიყენოს ტრენაჟორი, მაგრამ ინსტრუქტორისთვის დახმარების თხოვნაც ერიდება.![]() 2. სიცოცხლისუნარიანი პენსიონერი, რომელიც მაშინაც ვარჯიშობს, როცა თქვენ იღლებით და ისვენებთ.![]() 3. საუბრის მოყვარული უცნობი, რომელსაც კუნთების დაყენებას ჭორაობა ურჩევნია![]() 4. გოგონა, რომელიც შანსს ხელიდან არ უშვებს, კარგი ფოტო გადაიღოს ვარჯიშის დროს![]() 5. მოდის დედოფალი, რომელიც ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურება და ოფლიც კი არ სდის - ასე ხომ მაკიაჟს გაიფუჭებს!![]() 6. განუყოფელი წყვილი. ისინი ყოველთვის ერთად არიან: ჭირშიც, ლხინშიც და სპორტ-დარბაზშიც.![]() 7. სინამდვილეში, არავინ იცის, რატომ დადიან ისინი სპორტ-დარბაზში, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ იმ ადგილას ვარჯიშობენ, სადაც Wi-Fi უკეთესად იჭერს.![]() 8. მოფლირტავე გოგონა. ყველა იცნობს მას და ზოგი სპეციალურად მისი ვარჯიშის სანახავადაც მოდის.![]() 9. ნამდვილი სპორტის მოყვარული, რომელიც დარბაზშია მისი გახსნის დღიდან, თვალს ადევნებს ყველა სავარჯიშოს, მოვარჯიშეს და არ გამორჩება არანაირი დეტალი.![]() 10. ფიტნესის მოყვარული, რომელსაც მიაჩნია, რომ უბრალო ტრენაჟორები მისთვის არაა და თავად ცდილობს, შექმნას კრეატიული სავარჯიშოები წარმოსახვის გამოყენებით.![]() 11. კატეგორია, რომელიც ყიდულობს ერწლიან აბონიმენტს, მაგრამ დარბაზში სულ რაღაც 3-ჯერ მიდიან.![]() გაგახსენათ ამ სურათებმა საკუთარი თავი ან მეგობრები? ხომ არ იცნობთ სხვა სასაცილო ტიპის მოვარჯიშეებს? გაგვიზიარეთ❤ 276 4-ს მოსწონს
|