x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ძვ.წ. მე-6 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია
ძვ.წ. 560 -დან 540 წლებს შორის პერიოდში მოხდა კოლხეთ-აქემენიდური ომი, სადაც სპარსეთის აქემენიდურმა იმპერიამ დაამარცხა კოლხეთი.


კოლხურ-აქემენიდური ომი



ძვ.წ. 552 - 539 წწ. - კიროს დიდის ომები, სადაც საბოლოოდ სპარსეთის აქემენიდურმა იმპერიამ დაამარცხა მიდიის, ახალბაბილონური, ლიდიის იმპერიის, განდჰარას იმპერიის და სოგდიანას გაერთიანებული ჯარები.


კიროს დიდი




ძვ.წ. 552 - 550 წწ. - სპარსული აჯანყება (ნაწილი კიროს დიდის ომებისა), სადაც სპარსეთმა მოახერხა მიდიის სამეფოს დამარცხება.


სპარსი მეომარი აქემენიდური იმპერიის პერიოდში


ძვ.წ. 547 წ. - კიროს დიდის მიერ ლიდიური იმპერიის დაპყრობა. (კიროს დიდის ომების შემადგენელი ეპიზოდი).


აქემენიდი სპარსი მეომარი



ძვ.წ. 540 - 539 წწ. - კიროსის მიერ ელამის დაპყრობა. (კიროს დიდის ომების შემადგენელი ეპიზოდი).


აქემენიდი მეომრები




ძვ.წ. 539 წ. - კიროსი იპყრობს ბაბილონიას (კიროს დიდის საომარი კამპანიის შემადგენელი ეპიზოდი). აქემენიდური იმპერია ამარცხებს ახალ-ბაბილონურ იმპერიას.


აქემენიდი მეომარი



ძვ.წ. 540 -დან 535 წლამდე შუალედში მოხდა ალალიას ბრძოლა, სადაც კართაგენის და ეტრუსკების გაერთიანებულმა არმიამ დაამარცხა ბერძენი ფოკეელების და ალალიას კოლონიების კოალიცია.


ალალიას ბრძოლა




ძვ.წ. 518 წ. - აქემენიდური სპარსეთის შეჭრა ინდის ველის ცივილიზაციაში. ამ დიდ ომში სპარსეთის აქემენიდურმა იმპერიამ დაამარცხა ინდოეთის მმართველი ჰარიანკას დინასტია.


დარიოს დიდი






ავტორი: თორნიკე ფხალაძე




1
209
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
209
  
2018, 8 აპრილი, 22:35
ძვ.წ 522 წელს დარიოსს ბაბილონი აუჯანყდა. დარიოსი ვერ ახერხებდა ქალაქის აღებას, ამას კი ზედ ისიც დაერთო, რომ მის ჯარშიც დაიწყო არეულობა. დარიოსმა მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ერთ-ერთი მხედართმთავარი, ზოპიროსი დაადანაშაულა. დარიოსმა ზოპიროსი თავის კარავში დაიბარა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მხედართმთავარი იქიდან საშინლად დასახიჩრებული გამოვიდა. მას ცხვირი და ყურები ჰქონდა მოჭრილი, ღირსების სიმბოლო, წვერი და თქმა კი ძირამდე შეჭრილი. მარტივი მისახვედრია, თუ როგორი ეფექტს მოახდენდა ეს სანახაობა აჯანყების პირას მყოფ ჯარზე. სპარსელების არმია მალევე დაშოშმინდა, ხოლო ზოპიროსი კი ბაბილონში შეიპარა და იქაურებს მისი შეფარება სთხოვა, თან უთხრა, რომ ის დარიოსს ძალიან კარგად იცნობდა და მარტივად გამოიცნობდა მის ყოველ ნაბიჯს, შესაბამისად ბაბილონი ზოპიროსის დახმარებით მარტივად გაიმარჯვება.
დარიოსმა ცხრა დღის განმავლობაში ცხრაჯერ შეუტია ქალაქს, მაგრამ ბაბილონელებმა ზოპიროსის დახმარებისა და აქტიურობის წყალობით ცხრაჯერვე მარტივად მოიგერიეს შტურმი. ზოპიროსი ყოველთვის წინა ხაზზე იბძოდა, ხოლო როცა ბრძოლის ველზე დარიოსი ჩნდებოდა, ზოპიროსი განრისხებული მიიწევდა მის მოსაკლავად.
ბაბილონელები დარწმუნდნენ ზოპიროსის სიქველეში, სწორედ ამიტომ მეათე დღეს მას მთელი არმიის მხედართმთავრობა უბოძეს და სთხოვეს საბოლოოდ დაემარცხებინა დარიოსი.
მეათე დღეს დარიოსმა მთელი არმია შეკრიბა და ბაბილონს შეუტია. ზოპიროსი ერთხანს ირგერიებდა სპარსელების შემოტევას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მხოლოდ მოჩვენებითად, რადგან როცა სპარსელების არმია საჭირო პოზიციებს მიუახლოვდა, მან ბაბილონის ყველა კარიბჭე გახსნა და სპარსელების არმია ქალაქში შემოუშვა.
როგორც აღმოჩნდა, ზოპიროსი შეთქმულების მეთაური კი არა, დარიოსის ყველაზე ერთგული სარდალი იყო, ეს გეგმა კი მთლიანად მან მოიფიქრა, უფრო მეტიც, მან ცხვირი და ყურები საკუთარი ხელითვე მოიჭრა, რომ დარიოსის მტრებისთვის ყველანაირი ეჭვები გაეფანტა.
ზოპიროსის საქციელმა ისე იმოქმედა დარიოსზე, რომ ის სიცოცხლის ბოლომდე ამბობდა: “ათ ბაბილონს დავთმობდი, ოღონდ ზოპიროსის იარები შემეხორცებინა”. სპარსეთის მეფემ ერგულ სარდალს - ზოპიროსს “უდიადესი სპარსი” უწოდა.
0 1 1