კახეთი თელავის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირება პოლიციის ჩარევით დასრულდა 2018, 23 მარტი, 22:20 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბადურ რევაზიშვილი და მოქალაქე გიორგი მოსიაშვილი დაუპირისპირდნენ. მიზეზი სოფელ რუისპირში ხელისუფლების 45 ჰა მიწის ფართობის უკანონოდ გასხვისება დასახელდა და ასევე იყალთოში სამომავლოდ დაგეგმილი საძოვრების გაყიდვა. გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, მიწების გაყიდვაში თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულია დაინტერესებული. სამხარაული თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩილ თხლაშიძის სიძეა. ფიზიკური დაპირისპირება მხარეებს შორის საპატრულო პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველებმა მოსახლეობას საკრებულოს სხდომა დაატოვებინეს. 32 6-ს მოსწონს
|