კახეთი თელავში მომხდარ ავარიას 23 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა 2018, 23 მარტი, 21:55 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, რომელსაც 23 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გვიან ღამით მანქანა ხეს შეეჯახა, რომელშიც ასევე მამა და შვილი იმყოფებოდნენ.მათი მდგომარეობა მძიმეა და სასწრაფომ ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანების სიცოცხლის მოსპობა. 160 5-ს მოსწონს
|