მოვლენები ინსტაგრამის პრინცესა–ულამაზესი მიმი შელია 2018, 23 მარტი, 14:41 არაერთხელ დაწერილა ქართველ ლამაზმან მიმი იგივე მირანდა შელიას სილამაზეზე. ინსტაგრამის ვარსკვლავი- სუპერპოპულარული, უამრავი გამომწერითა და „ლაიქებით“. მიმის ფესვები სამეგრელოდან მოდის, სადაც საყვარელი ბებია ცხოვრობს. მეგრელ ბებიასთან ბავშვობაშიც და ახლაც ყოველ ზაფხულს ჩადის. დედა ჟურნალისტი ჰყავს, რომელიც პროფესიას ვერ გაჰყვა და მთელი თავისი ცხოვრება ოჯახს დაუთმო. უფრო მეგობარია, ვიდრე დედა. ერთმანეთს ყველაფერს უყვებიან და ორივესთვის გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, ყველაფერი გადაულახავთ ერთად. მათ შორის, პირადი ცხოვრების არც თუ იოლი ეტაპები, ქორწინება ახალგაზრდა და წარმატებულ ქართველ ფეხბურთელთან გიორგი ჭანტურიასთან. ვფიქრობ, კარგი წყვილი იქნებოდა, იყვნენ კიდევაც, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა. მიმი ახლა მოსკოვში ცხოვრობს. მან თავისი სილამაზით მთელი ინსტრაგრამი დაიპყრო. რა თქმა უნდა! გოგონას აქვს უჩვეულოდ ლამაზი თვალები და ტუჩები. ბევრი ადარებს მას ირინა შეის. ამისთვის მას მხოლოდ დახვეწილი მაკიაჟი სჭირდება. მირანდას შეუძლია იამაყოს ირინა შეისთან პირადი ნაცნობობით. თუმცა მისი ტიპაჟის მსგავსება შეიძლება სხვა ცნობილ ლამაზმანებთანაც ვიპოვნოთ, მაგალითად, ემილი დიდინატოსთან. მირანდაზე ხშირად ჭორაობენ იმაზე, რომ მას პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული სახეზე და როგორც ჩანს, იგი დაიღალა მუდმივი კითხვებით და ამიტომ მან თავის მოზარდობის სურათები გამოაქვეყნა. თუმცა ამბობენ რომ, მას ცხვირის პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. ასეა თუ ისე, გოგონას სილამაზე არ შეიძლება უარყო. მირანდა ექსპერიმენტებს ატარებდა გარეგნობასთან დაკავშირებით და ცოტა ხნის განმავლობაში ქერა იყო, რომელმაც, ჩემი აზრით, კი არ მოუმატა ინდივიდუალობა, არამედ პირიქით. მიმის გვერდი ძირითადად სავსეა ფოტოებით, სადაც ხაზს უსვამს თავის გარეგნობას და არცაა გასაკვირი, რადგან გოგონა ცდილობს ისე, როგორც ეს ფოტო მოდელს შეეფერება. ესეც მიმი ქეთა თოფურიასთან ერთად მიმი შელიამ დიზაინერობაც სცადა. ინსტაგრამზე მის მიერ შექმნილი სამოსის ფოტოები დადო. როგორც ჩანს ვარსკვლავმა ჯერ ქურთუკებზე იმუშავა, აღსანიშნავია, რომ მის მიერ შექმნილი ქურთუკები თითქმის სრული სიზუსტით იმეორებს ზარას 2016 წლის შემოდგომის კოლექციას. განსხვავება მხოლოდ დეტალებშია. ინსტაგრამის ვარსკვლავი, ქართველი მოდელი, მიმი შელია პრესტიჟული ბრენდ-მაღაზიის „როზ ბუტიკის“ სახე გახდა. მიმიმ საახალწლო კოლექციას გაუკეთა რეკლამა და ამის ამსახველი ვიდეორგოლი, ინსტაგრამზე განათავსა. მიმი შელია 12 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს, მან ყურადღება საკუთარი გარეგნობით მიიქცია და სარეკლამო ფოტოსესიებშიც ხშირად იღებს მონაწილეობას. 424 4-ს მოსწონს
|