ტექნოლოგიური სიახლეები Ecocapsule - სრულიად ავტომატური ეკო-საცხოვრებელი 2018, 23 მარტი, 11:14 კომპანია Nice Architect ბრატისლავადან შეიმუშავა ახალი პროექტი ეკო - საცხოვრებელი, რომელსაც ეწოდება Ecocapsule. ახალ საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენს კომპაქტური კაფსულები რომლებიც მთლიანად ავტომატურია. ის აღჭურვილია წვიმის წყლის შეგროვების სისტემით, მზის პანალებით და ქარის ტურბინებით. კაფსულის შიდა ფართობი 8 კვადრატული მეტრია. კაფსულა გათვლილი იქნება ტურისტებისთვის და მკვლევარებისთვის დროებით საცხოვრებლად. ისინი ადვილი ტრანსპორტირებადია და შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ ადგილას. კაფსულაში არამარტო ძილისთვის არის ადგილი, აგრეთვე განთავსებულია: საპირფარეშო, დუში და სამზარეულოც კი. კაფსულის შიგნით ყოველთვის არის კომფორტული ტემპერატურა რომელიც რეგულირდება საჰაერო კონდიციონერით. მსგავსი კაფსულები უკვე ხელმისაწვდომია და მისი ფასი შეადგენს 80, 000 ს ევროს. 134 2-ს მოსწონს
|