ტექნოლოგიური სიახლეები რა არის BFF? "ფეისბუქზე" ახალი ფეიკი გავრცელდა,რომელიც ჰაკერებს თუ გამოადგებათ 2018, 23 მარტი, 10:48
Facebook -ზე არც თუ იშვიათად მოპარული პირადი ინფორმაციების შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მარკ ცუკერბერგმა გამოცხადა, რომ თუ გვსურს გავიგოთ დაცულია თუ არა თქვენი გვერდი, საკმარისია ასოების კომბინაცია BFF ჩავსვათ კომენტარში, თუ გამწვანდა, ესე იგი თქვენი გვერდი დაცულია, თუ არა სასწრაფოდ პაროლი უნდა გამოცვალოთ, თუმცა ეს მტკნარი სიცრუეა.
ბევრი გულუბრყვილი მომხარებელი ამოწმებს "საიდუმლო ფუნქციას" წერენ კომენტარებში აბრავიატურას BFF, და ამოწმებენ დაცულია თუ არა მათი გვერდი. სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი ტრიგერი Facebook Delight, (მაგალითად როგორიცაა "გილოცავ", მე შენ მიყვარხარ და ა.შ), ხოლო BFF აბრევიატურა იშიფრება, როგორც Best Friends Forever, ანუ "საუკეთესო მეგობრები მუდამ ერთად".რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთი ანკესია ჰაკერებისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მიამიტი მომხმარებელი მოაგროვოს. 90 5-ს მოსწონს
|