x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510062
სწორი კამათის წესები: ქალი და მამაკაცი
imageაზრთა გაცვლა შესაძლოა ტოტალურ კონფლიქტში გადაიზარდოს ან დარჩეს კონსტრუქციულ დიალოგად.

რაზეა ეს დამოკიდებული? გთავაზობთ ფსიქოთერაპევტ-სექსოლოგის ახსნას

-რა არის სწორი კონფლიქტი-

კონფლიქტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მოიძებნოს ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება და არ დაგროვდეს ურთიერთწყენა, ამასთან თითოეულს შეუძლია აზრის გამოთქმა, სხვისთვის ტკივილის მიყენების გარეშე, ურთიერთობის გარკვევის შემდეგ შვებას გრძნობთ ან პირიქით, კამათი დესტრუქციულია, თუ შედეგად მოკამათე მხარეები თავს დამცირებულად, დათრგუნულად გრძნობენ და ეჭვი ეპარებათ, რომ უყვართ.


-როგორ გავარკვიოთ ურთიერთობა კონსტრუქციულად?-


-მოერიდეთ განზოგადებას. უმჯობესია უთხრათ: „მაღაზიაში შევლა დაგავიწყდა, ვიდრე „შენ არასდროს ასრულებ დაპირებებს“. კონკრეტული ფაქტების უარყოფა უფრო ძნელია, სიტუაციის გამოსწორება კი ადვილი.


-საყვედურის მიღმა გამოუთქმელი მოთხოვნილების მოსმენა. ის განაწყენდება, როცა სამსახურისთვის ბუტერბროდს არ უმზადებთ? ცხელ გულზე მას ექსპლუატატორს და რეტროგრადს ნუ უწოდებთ, ეცადეთ გაიგოთ, რატომ არის ეს მისთვის მნიშვნელოვანი. შესაძლოა ამ ჟესტს თქვენი სიყვარულის დასტურად აღიქვამს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ უპასუხოთ:“მე მესმის შენი, მაგრამ დილიდან თავისუფალი წუთი არ მქონდა“. დაძაბულობის შესასუსტებლად ზოგჯერ საკმარისია სხვისი სურვილის ან მოთხოვნილების აღიარება, თუნდაც ისინი არ დაკმაყოფილებდეს.


-აგრესიის შეკავება. ბრაზი ეს ემოციაა. აგრესია- ფიზიკური ან სიტყვიერი-კი ამ ემოციის გამოყენებაა შეტევის ან დაჭრის მიზნით. სიბრაზის განცდას საკუთარ თავს ვერ დაუშლით, მაგრამ ჩვენ პასუხს ვაგებთ საკუთარ ქცევაზე, რომელსაც მისი გავლენით ჩავდივართ. თუ გახასიათებთ სიბრაზის დესტრუქციული შეტევა, გადით სასეირნოდ, სანამ დამშვიდდებით და ნორმალურად განსჯას შეძლებთ.

-როგორ ჩავაქროთ კონფლიქტი-


-გამოიყენეთ მოულოდნელობის ეფექტი. არავინ გვაიძულებს აგრესიას აგრესიიით ვუპასუხოთ. შეგიძლიათ ყველაფერი ხუმრობაში გაატაროთ ან პარტნიორი განაიარაღოთ მოულოდნელი რეაქციით, მაგ. „როგორ მომწონხარ შუბლშეკრული?“


-დაუთმეთ. თუ ის ყველა წვრილმანზე იბუტება? შესაძლოა ის წყობიდან გამოიყვანა სამსახურში უსიამოვნებამ. ამ შემთხვევაში ის მადლობელი დაგრჩება, თუ უსიტყვოდ გაუგებთ და მტკიცედ ეტყვით:“მგონი ხასიათზე არ ხარ, მოყევი რა მოხდა?“


-როგორ შევაჩეროთ მუდმივი დავა? თუ შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ მუდმივად კამათობთ, გააწონასწორეთ საყვედურები შექებით. წყვილები მიდრეკილები არიან განიხილოთ მხოლოდ პრობლემები. არ დაიშუროთ სიტყვები როგორც წვრილმანი, ასევე გლობალური სასიამოვნო მოვლენების აღნიშვნისთვის. „ძალიან მსიამოვნებს შენი კოცნა ახალგაპარსულ ლოყებზე“, „გმადლობ, რომ ოთახი დამილაგე“ და ა.შ.

იმისთვის, რომ გულისნადები გამოვხატოთ სიტყვიერად და უარყოფითი რეაქცია არ გამოვიწვიოთ, უნდა გამოვიყენოთ არააგრესიული კომუნიკაციის პროცესი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

აღვწეროთ მოქმედება, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ;

ემოცია, რომელსაც ეს მოქმედება ჩვენში იწვევს;

მოთხოვნილება, რომელსაც ეს ემოცია ფარავს;

კონკრეტული მოქმედება, რომელსაც ველოდებით;

ეს კი ასე ჟღერს:“როცა ვხედავ შენ მიყრილ წინდებს, ეს ძალიან მაღიზიანებს, რადგან არ შემიძლია უწესრიგობაში ცხოვრება. შეგიძლია დაალაგო?“

ეს მეთოდიკა შესაძლებლობას გვაძლევს დავფიქრდეთ რისი თქმა გვსურს და ბრაზი ამოვაფრქვიოთ. შესაძლოა მწვავე კამათში მაშინვე ვერ შევძლოთ მისი გამოყენება, მაგრამ გავარჯიშების შემდეგ წარმატებას მიაღწევთ.

0
472
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0