x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
არიელების წარმოშობა და გავრცელება
იამნაიას კულტურის წარმომადგენლის აღდგენილი სახე



ინდო-ევროპელები, რომლებიც ასევე იწოდებოდნენ არიელებად ძვ.წ. 4, 500 - 4, 000 წელს რუსეთის და უკრაინის ტერიტორიებზე აყალიბებენ კულტურას სახელად იამნა (იამნაია). (ამ პერიოდში საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ყვაოდა არაინდოევროპული ე.წ. მაიკოპის კულტურა). იამნაიას კულტურის შემქმნელი ადამიანები საუბრობდნენ პროტოარიულ ენაზე, რომელმაც შემდგომში სათავე დაუდო მთელ ინდო-ევროპულ ენათა მრავალფეროვან და დიდ ოჯახს.


იამნაიას კულტურა (1 სტადია)


ძვ.წ. 4, 000 წელს იამნაიას ან იამნას კულტურა იწყებს გაფართოებას, მისი ხალხი მრავლდება და სამხრეთით ინაცვლებს. ისინი სახლდებიან დუნაის ველებზე, ხოლო შემდეგ ისევ სამხრეთით აგრძელებენ სვლას და მომდევნო საუკუნეებში სახლდებიან ანატოლიაში და სათავეს უდებენ ანატოლიურ ენებს - ლუვიური, პალაიკური, ლიკიური, ჰიტიტური (რომლებმაც ძვ.წ. 1600 წელს დიდი იმპერია შექმნეს) და ა.შ. ინდო-ევროპელთა ანატოლიაში გადმოსახლება დაახლოებით ძვ.წ. 3, 000 წელს მოხდა.



დუნაის ველის და ანატოლიის არიული განსახლებები


ძვ.წ. 3, 300 - 2, 500 წლები მიჩნეულია იამნას კულტურის კლასიკურ პერიოდად. ამ პერიოდში ის იზრდებოდა, ფართოვდებოდა. ინდო-ევროპელები მიგრირებდნენ იქიდან და იკავებდნენ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას. ჰქონდათ შეხება ასევე იმ ხალხებთან, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მათ მოსვლამდე ცხოვრობდნენ. ზოგთან ომობდნენ, ზოგთან კი ასიმილირდებოდნენ. ძვ.წ. 3, 500 წელს ისინი სახლდებიან რუსეთის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე და წარმოქმნიან კულტურას, რომელიც დღეისთვის ცნობილია, როგორც აფანასევოს კულტურა და რომელმაც იარსება ძვ.წ. 2, 500 წლამდე.


უკიდურესად აღმოსავლეთით აფანასევოს კულტურა ციმბირში



შემდეგ, 3, 300 - 3, 100 წლებში სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ყალიბდება უსატოვოს კულტურა და იწყება ყორღანული კულტურის დამკვიდრება. ყორღანები ვრცელდება საქართველოში, უკრაინაში, უნგრეთში, სომხეთში.


უსატოვოს კულტურა


იამნაიას ჩრდილოეთით წარმოიქმნა მწარმოებლობითი კულტურა ძვ.წ. 2, 900 - 2, 400 წლებში. ამ ხალხის სამარხების გენეტიკური ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ 75% მათი გენეტიკისა ემთხვევა იამნას ხალხის გენეტიკას, ამით დადგინდა, რომ ეს ხალხებიც მიგრირებულნი იყვნენ იამნადან ჩრდილოეთით. მათ დიდი ტერიტორიები დაიკავეს და თითქმის მთელ ჩრდილოეთ ევროპას მოედნენ.


მწარმოებლობითი კულტურა


მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარში პროტობერძნები სახლდებიან დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიაზე, სადაც მანამდე არაინდოევროპელი, იბერიული ხალხები სახლობდნენ. თანდათან ერევიან მოსახლეობას და აყალიბებენ დიდ კულტურას მათთან ერთად. ამ დროს სწორედ ბალკანეთის ტერიტორიაზე წარმოიშვა შემდეგი ინდო-ევროპული ენები: თრაკიული, დაკიური, ილირიული, პროტობერძნული, პროტოფრიგიული, პროტოსომხური და სხვა. ძველ ბერძნებისა და ძველი რომანების კავშირით კი წარმოიშვა ალბანური ენა. არმენებმა ანუ სომხებმა შემდგომ საუკუნეებში ბალკანეთიდან გადმოკვეთეს მცირე აზია და ანატოლია და დასახლდნენ კოლხეთის და იბერიის სამხრეთით, დღევანდელ სომხეთის ტერიტორიებზე და შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას.


ძვ.წ. 2, 700 წელს ყალიბდება პოლტავკას კულტურა დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის აღმოსავლეთ მიჯნაზე. რომელიც უმეზობლდებოდა ჩრდილოეთ კავკასიას და კასპიის ზღვის სანაპიროებს. ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიაში მტკვარ-არაქსის კულტურა ყვაოდა.


პოლტავკას კულტურა



სწორედ პოლტავკას კულტურიდან აღმოცენდა ძვ.წ. 2, 100 წელს სინტაშტას კულტურა, რომელმაც იარსება ძვ.წ. 1800 წლამდე. ეს ორივე იამნას კულტურის გაგრძელება იყო.


სინტაშტას კულტურა

ძვ.წ. 2300 წელს კი ანდრონოვოს კულტურა აღმოცენდა შუა აზიაში და იქიდან მიგირებულმა არიელებმა სათავე დაუდეს ირანელებსა და ვედურ კულტურას ჩრდილოეთ ინდოეთში. ხოლო ზუსტად როდის და როგორ მოხდა ირანულის ინდურის გაყოფა ჯერჯერობით უცნობია.


ინდო-ევროპელთა ცივილიზაციები


საბოლოოდ კი ამ პროტოცივილიზაციებმა სათავე დაუდეს კელტებს, გერმანელებს, სლავებს, ბალტიელებს იტალიელებს, ბალკანელებს, ბერძნებს, არმენებს (სომხებს), სკვითებს, მიდიელებს, პართელებს, პერსიელებს, და ვედების შემქმნელ ინდო-არიელებს და სხვა უამარავ ეთნოსს დედამიწაზე, რომელთაც სხვა უძველეს კავკასოიდ ხალხებთან ერთად დიდი ცივილიზაცია შექმნეს.


არიელები






ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
734
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
734
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0