x
image
TheonaK
თბილისში მინსკის დღეები აღინიშნება
image


2017 წლის 2 ოქტომბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკის ისტორიულ ცენტრში თბილისობის დღესასწაული აღინიშნა. თბილისი კი, 2018 წლის 21 მარტიდანაა მინსკის დღეების მასპინძელი. საქართველოს დედაქალაქში მინსკის დღეები ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით აღინიშნება.

მინსკის დღეებთან დაკავშირებით ძირითადი ღონისძიებები თბილისში ხუთშაბათს, ლუკაშენკოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს გაიმართა.

დღეს, 22 მარტს 18:00 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შედგა გალა-კონცერტი ბელარუსის რესპუბლიკის დამსახურებული კოლექტივის და საპრეზიდენტო ორკესტრის მონაწილეობით. კონცერტზე გაჟღერდა, როგორც ეროვნული ტრადიციული, აგრეთვე თანამედროვე და ქართული კომპოზიციები ცეკვის და სიმღერის თანხლებით. მსმენელი კმაყოფილი დარჩა სანახაობით. აგრეთვე, კონცერტზე სიტყვით გამოვიდა დედაქალაქის მერი - კახა კალაძე.




imageimageimageimageimageimage




0
19
3-ს მოსწონს
ავტორი:TheonaK
TheonaK
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0