x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„არავისთან საბოდიშო არ მაქვს, არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ბოდიში ხომ არ მოვიხადო, რომ ვარსებობ?“ - გაბუნია
image


ჟურნალისტი გიორგი გაბუნიამ რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გადაცემა „არჩევანის“ დაწყებისას განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ის მიიჩნევს, რომ არავისთან საბოდიშო არ აქვს.


„არავისთან საბოდიშო არ მაქვს, არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ბოდიში ხომ არ მოვიხადო, რომ ვარსებობ?, “ - აღნიშნა გაბუნიამ.


რამდენიმე წინადადებიანი განმარტების შემდეგ მან გადაცემის წამყვანის ამპლუა დროებით ეკა კვესიტაძეს გადაულოცა და სტუდია დატოვა.



შეგახსენებთ, მისი ამ პოზიციის მიუხედავად, არხის ეთიკის საბჭომ იმსჯელა და გაბუნიას საყვედური გამოუცხადა.


"მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე" - ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა პოსტკრიპტუმის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს, რასაც საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა.


"ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად" - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


ამავე თემაზე: „გაბუნიას ეთიკის საბჭომ საყვედური გამოუცხადა“ - ნიკა გვარამია

0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0