საზოგადოება ანდრეი მაკარევიჩმა საკუთარ ერს "გაბოროტებული დებილები" უწოდა 2018, 20 მარტი, 9:22
ცნობილი როკ-მუსიკოსი, ანსამბლ "მაშინა ვრემენის "ლიდერი, ანდრეი მაკარევიჩი სამი წლის განმავლობაში აშშ-ში იმყოფებოდა. თავის შთაბეჭდილებების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"სამი წელი ვიყავი აშშ-ში. პირველი რამაც მომხიბლა, - ჩვენთან შედარებით როგორი მშვიდები, მხიარულები და კეთილები არიან. ისინი უკეთესები არ გამხდარან, უკეთესები არ იყვნენ, ეს ჩვენ თავს ხდება რაღაც საშინელება." კომენტარებში მუსიკოსს უმეტესობა დაეთანხმა, ერთ-ერთ კომენტარს კი მუსიკოსმა ასეთი პასუხი გასცა:"ღმერთმა უწყის, ასე მგონია ამათ აღმოაჩინეს რაღაც 25-ე კადრი, რომელსაც რეალურად ადამიანებს გაბოროტებულ დებილებად აქცევს." საინტერესოა ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარიც, სადაც ის წერს: "აი ციფრულში გადამყავს ძველი ვიდეოჩანაწერები და კინოფირი 70-იანი წლების და ვიდეო 90-იანების.რა დიდი სხვაობაა.სსრკ-ს დროს უდარდელი სახეები აქვთ.ბავშვებს ნორმალური, ბედნიერი ბავშვური სახე-გარდაქმნის დროს(იგულისხმება 80-იანი წლების ბოლო წლები და 90-იანის დასაწყისი)გაბოროტებული..დაღვრემილი..ახლა-სახეები გამხეცებულის." შეგახსენებთ, ანდრეი მაკარევიჩი ყოველთვის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, როგორც რუსული პოლიტიკის , ასევე საკუთარი ერის მიმართ. 105 2-ს მოსწონს
|