სიახლეები რა ბედი ელის ბიტკოინს? 2018, 18 მარტი, 11:54 ![]() მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, უორენ ბაფეტი ბიტკოინის მომავლისადმი პესიმისტურადაა განწყობილი და მისი ღირებულების ნულამდე დაცემას წინასწარმეტყველებს.თუმცა, Fundstrat Global Advisors’-ის კვლევების ხელმძღვანელის, ტომი ლის მოსაზრებით, ბიტკოინის ფასმა 2020 წლის მარტისთვის 91000 დოლარს შეიძლება მიუკაკუნოს. ლის განყოფილებამ ბიტკოინის მოკლე და გრძელვადიანი ტრენდის ვიზუალიზაციისთვის შთამბეჭდავი მოცულობის მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და გრაფიკები შეადგინა. ეს მონაცემები ბიტკოინის მოპოვების ღირებულებას, საათობრივ, დღიურ და თვიურ ტენდენციებს და ტექნიკურ ანალიზს მოიცავს. ლიმ ასევე წარმოადგინა BMI ინდექსი, ბიტკოინის კლების ინდექსი, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში მეორეჯერაა ყველაზე დაბალ ნიშნულზე. მაჩვენებელი წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, ვინაიდან რაც უფრო დაბალია ის, ბიტკოინის ფასის გაზრდის მით უფრო დიდი ალბათობაა. ლის ჯგუფმა ასევე წარმოადგინა გრაფიკი, რომელზეც 2010 წლის შემდეგ ბიტკოინის ფასის კლების ის 4 პერიოდია ასახული, როცა შემცირება 70 %-ის ტოლი და მეტი იყო. აღნიშნული პირველი სამი პერიოდის შემდეგ ისეთი მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რომ იმავე პერიოდში სხვა აქტივების მოგებები გადაფარა. დიაგრამა ლოგარითმულ სკალაზეა აგებული წარმოადგენს და არა ტიპიურ წრფივ საფუძველზე. ამიტომ, ბიტკოინის ფასში ცვლილებები ვიზუალურად ისე არ გამოიყურება, როგორც ვერბალურად ახსნისას. ![]() 412 2-ს მოსწონს
|