x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15 პროდუქტი, რომელიც ერთ წლამდე (ზოგ შემთხვევაში, 3 წლამდე) ასაკის ბავშვისთვის არ შეიძლება

ერთ წლამდე პატარებისთვის ბევრი რამეა აკრძალული – ტკბილეული, ძეხვეული, შებოლილი და კონსერვირებული პროდუქტები და ა. შ. მაგრამ, არის კიდევ მთელი რიგი პროდუქტებისა, რომლებიც ასევე კითხვებს იწვევს, შეიძლება თუ არა ბავშვისთვის?

ქვემოთ სწორედ ამ კატეგორიის პროდუქტების ნუსხაა წარმოდგენილი:


image



1. სოკო

სოკოს გამოყენება ბავსვის კერძში, მხოლოდ 3 წლის ასაკიდან შეიძლება. რადგან სოკო ხიტინს შეიცავს – მცენარეულ ბოჭკოებს, რომელიც ხელს უშლის საკვები ნივთიერებების ათვისებას და ნაწლავების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს.


2. თხილეული

3 წლის ასაკამდე ბავშვის ორგანიზმს ამ პროდუქტის ათვისება არ შეუძლია. გარდა ამისა, ეს პროდუქტები მაღალალერგიული პროდუქტების ნუსხაშიც არის შეტანილი.


3. ტკბილი წიწაკა

წიწაკა დიდი რაოდენობით ეთერზეთებს და ბოჭკოვანას შეიცავს. ამიტომ, მისი უმი სახით მიღება არა არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის 1, 5 წლის ასაკამდე.



4. ბადრიჯანი

ბადრიჯანი, ზემოთ ხსენებული, ბოჭკოვანას გარდა, პურინის წარმომქმნელებსაც შეიცავს. არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის 2 წლის ასაკამდე! გარდა ამისა, ბადრიჯანი ალერგიული პროდუქტია.


5. ჭარხალი

ეს ბოსტნეული დიდი რაოდენობით ბოჭკოვანას და პექტინს შეიცავს, არის მაღალალერგიული პროდუქტი. თუმცა, მოხარშული სახით, მცირე რაოდენობით, 10 თვის ასაკიდან უკვე შეიძლება.


6. პარკოსნები

ბავშვებისთვის 1, 5 წლამდე სასურველი არ არის ამ სახის პროდუქტები, რადგან გაზების დაგროვებას იწვევს. გარდა ამისა, ზოგიერთი პარკოსანი ტოქსიკურ კომპონენტებს შეიცავს (მაგ., ლობიო). ამიტომ, კარგად გარეცხვის გარდა, კარგად მოხარშვაც მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ტოქსიკური ეფექტისგან იყოს დაცული.


7. კიტრი

ბავშვის ორგანიზმისთვის კიტრი რთულად ასათვისებელია. გარდა ამისა, ის არ შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას (97% წყალია) და გაზების დაგროვებასაც იწვევს. არ შეიძლება 1 - 1, 5 წლის ასაკის ბავშვებისთვის.


8. კომბოსტო

ეს პროდუქტიც გაზების დაგროვებას იწვევს და არ შეიძლება მისი გამოყენება წლამდე ასაკის ბავშვის კერძში.


9. პომიდორი

მაღალალერგიულია და რთულად ხდება მისი ათვისება ბავშვის ორგანიზმის მიერ.


10. ბოლოკი

იწვევს გაზების დაგროვებას, მძიმედ მოსანელებელია კუჭისთვის.


11. მაგარი ყველი

ყველი შეიცავს А, В, РР ვიტამინებს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს. ფოსფორს და რძემჟავას, რაც რთული ასათვისებელია ბავშვის ორგანიზმისთვის. 1 წლის ასაკიდან უკვე შეიძლება ნაკლებადცხიმიანი (10% - 17%) ყველის მიცემა. ყველის დღიური ნორმა — 3 გრამია (დაახლოებით, 0, 5 ჩ. კ.).


12. მაკარონი

წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება მაკარონი, რადგან ფერმენტი, რომელიც ფქვილის გადამუშავებას უწყობს ხელს, ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ 1 წლის ასაკის შემდეგ ჩნდება. ამის შემდეგ, კვირაში 2-ჯერ, უკვე შეიძლება ამ პროდუქტის გამოყენება ბავშვის სუპების მომზადებისას.


13. უცხოური ხილ-ბოსტნეული

1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება უცხოეთიდან შემოტანილი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით ის სახეობები, რომლებიც ჩვენს განედებზე არ მოდის (მაგ., ბანანი).


14. ხორციანი სუპი

წლამდე ასაკის ბავშვისთვის კატეგორიულად არ შეიძლება ხორცის ბულიონი. საქმე იმაშია, რომ ბულიონი კუჭიდან, «დამუშავების» გარეშე, პირდაპირ 12-გოჯა ნაწლავში გადადის და რადგან ამ პროდუქტის ათვისების ხარისხი ძალიან მაღალია, თუ ის რაიმე სახის საზიანო კომპონენტს შეიცავს, პირდაპირ ნაწლავებში გადავა, ხოლო იქიდან... მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლება ბავშვი მოიწამლოს კიდეც. საზიანო კომპონენტში იგულისხმება ნივთიერებები, რომლებიც ხორცში წარმოიქმნება არასწორედ შენახვის შემთხვევაში. სახიფათოა ბავშვისთვის საეჭვო წარმომავლობის საქონლის და ფრინველის ხორციც და ასევე, ნებისმიერი სახის ხორცპროდუქტი, რომელიც 1 კვირაზე მეტ ხანს ინახება მაცივარში.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხორცის (საქონლის, ქათმის, იხვის... და ა. შ) ბულიონმა, შეიძლება ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს.


15. სუბპროდუქტები

ღვიძლი, გული, ენა... დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს, რაც აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. მაგრამ, იმის გამო, რომ სუბპროდუქტები ბავშვისთვის რთულად ასათვისებელია, ამ პროდუქტების გამოყენება კერძებში, მხოლოდ 1, 5 წლის ასაკიდან შეიძლება – მას შემდეგ, რაც მისი კუჭი ხორცის ათვისებას შეეჩვევა. imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image8 უგემრიელესი და სასარგებლო სუპის რეცეპტი პატარებისთვის

როგორ მოვხარშოთ ხორცის (თევზის) სასარგებლო ბულიონი. ყველაფერი ბულიონების შესახებ

6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება


0
201
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0