ასტროლოგია 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც პატარა რამეზეც ტირის 2018, 17 მარტი, 13:48 ისეთი ზოდიაქოს ნიშნებიც არსებობენ, უაზრო დეტალზეც კი ტირიან. დღეს სწორედ ასეთ ადამიანებზე ვისაუბრებ.
1.თევზები
ისინი ძალიან ემოციურები არიან, თუმცა ყველასთან არა. მათთვის მხოლოდ ერთი განსაკუთრებული ადამიანი არსებობს და ის მისი შეყვარებული ან მეუღლეა, მათგან ისინი ყველა სიტყვას განიცდიან და შეიძლება შენიშვნაზე ან წყენაზეც კი იტირონ.
2. კირჩხიბი
ძალიან ემოციური ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც უჭირს უაზრო ხუმრობების, ხუმრობად მიღება.მათ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ.იქცევიან ისე, თითქმის არაფერს არ განიცდიან, სინამდვილეში კი ჩუმად ტირიან.
3.მშვილდოსანი
დარდიანი ზოდიაქოს ნიშანია.დარდი სისუსტეს არ ნიშნავს, თუმცა მათი ფსიქიკისთვის საზიანოა ნამდვილად. მათ ზედმეტი არაფერი არ მოსწონთ და ხშირად გაღიზიანებულები არიან. საყვარელი ადამიანის ყოველი სტყვა გულთან ახლოს მიაქვთ და კი იცით გულთან მისული სიტყვები რასაც იწვევენ.
4.კურო
ესეც ემოციური ზოდიაქოს ნიშანია, თუმცა დიდი მოთმინების უნარიც აქვს მას. მას შეუძლია მთელი დღის, კვირის ან სულაც თვის დარდი ითმინოს და ბოლოს ერთიანად დაიცალოს ემოციებისგან. თუმცა ეს პროცესი მეტად მძიმეა. მას უბრალოდ, უბრალო ადამიანები და ერთგული ადამიანები სურს, ამაზე მეტს არ ითხოვს, თუმცა სად არიან ახლა ასეთი ადამიანები? -მხოლოდ წიგნებში.
5.ლომი
ლომმა შეიძლება თავი ძლიერად მოგაჩვენოს, თითქოს არ განიცდის, სინამდვილეში ყველაფერს ზედმეტად განიცდის. ის შეიძლება განმარტოვდეს და იტიროს ჩუმად. ის არასდროს არ აჩვენებს სხვებს ამას, მაგრამ რეალურად ასეა. უყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან უბრალოები არიან. უყვარს გულღია, გულკეთილი და ხალისიანი ადამიანები, რომლებთანაც არასდროს არაა ცუდად.
329 8-ს მოსწონს
|