სხვა გალაქტიონ ტაბიძე–ქართული პოეზიის მარგალიტი და მისი უიღბლო სიყვარულის ისტორია 2018, 17 მარტი, 1:30 1959 წლს 17 მარტს საქართველოს მოუკვდა გამორჩეული მგოსანი-გალაკტიონ ტაბიძე. გალაკტიონი თავისი დიდებული შემოქმედებით ყოველთვის იპყრობდა დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა განსაკუთრებულ ყურადრებას, მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. 1891 წლის 17 ნოემბერს–სოფელ ჭყვიშში(ვანის რაიუონი)დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.პოეტს მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა -23 წლისა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე 7 თვით ადრე დაღუპვია.ის სოფლის მასწავლებელი იყო.დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან გახლდათ.ძმა-აბესალომი(პროკლე) პედაგოგი იყო.. გალაკტიონი თავის ავტობიოგრაფიაში წერს:"..ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან–ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული.ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი:აფხაზების, გურულისა და იმერლის". უმამოდ გაზრდილ პოეტს მეხსიერებაში ღრმად ჩასბეჭდოდა დასევდიანებული დედის ხატება, როცა მათ უმღეროდა უყვებოდა ან უბრალოდ ებაასებოდა:"...ჩუმ გარემოზე უცბად ამოდის მთვარე და გააშუქებს ჩემს აივანს, ქართულ რიკულებიან აივანს და ქალს, მუხლებზე ჩონგურით.მთვარის ნათელზე შეგიძლიათ გაარციოტ ეს ქალი.ეს დედაჩემია..."-იგონებს გალაკტიონი. 1900-08 წლებში გალაკტიონი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო1908-10 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა ლიტერატურულ წრეს და დააარსა ხელნაწერთა ჟურნალი "შუქი".1910-11 წლებში სკოლის მასწავლებლად მუსაობდა.1912 წელს დასახლდა ქუთაისში. ოლია ოკუჯავამ და გალაკტიონმა ერთმანეთი 1912 წელს ქუთაისში გაიცნეს.მაშინ ოლია ქუთაისის წმ.ნინოს სასწავლებელში სწავლობდა. "..ქუჩაში მოვდიოდი, გალაკტიონი და ტიციან ტაბიძე ერთად მოდიოდნენ, გალაკტიონი რომ დავინახე მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადაიქცეოდა.."წერს თავის ჩანაწერებში ოლია. "..სულ ვხედავდი, როგორ დადიოდა თავისი შარფით განმარტოებული.ის სხვებს სრულიად არ გავდა, თუნდაც თავის ბიძაშვილს.."-წერდა ოლიას მასზე. მიუხედავად იმისა, რომ ოლიას მამა გალაკტიონთან ურთიერთობას უკრძალავდა მათ 1916 წელს ჯვარი დაიწერეს.ახალგაზრდებს დიდხანს როდი დასცალდათ ბედნიერი ცხოვრება, 1920-იან წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში ძველი ბოლშევიკების დევნა დაიწქყო.პირველად ოლიას ძმა-მიხეილ ოკუჯავა დააპატიმრეს, შემდეგ 1929 წელს გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე. 'ცხოვრების ეტლის სადარდებელი საცაა გავა მატარებელი. მიემგზავრება იმედი ჩემი ბედის ვარსკვლავის სადარებელი. ვიცი, ამ წასვლას რა ეწოდება, რა საჭიროა ახლა გოდება. მატარებლისგან როს მიმიღია ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?! აჰა, დაიძრა, რკინის ბორბლები. მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები. გემშვიდობები სამარადისოდ, სამარადისოდ გემშვიდობები! ნეტავ, ასეთი რად მერგო ბედი, ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი, გამოსალმების ხელოვნებისთვის ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?"–წერდა მოგვიანებით გალაკტიონი.. ასევე ოლიას ეძღვნება გალაკტიონის კიდევ ერთი გენიალური ლექსი-"მზეო თიბათვისა": "მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე, ამას გევედრები..." 1932 წელს გალაკტიონს ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაუხადეს, ლენინის ორდენი მიანიჭეს და გადასახლებიდან დააბრუნეს მისი მეუღლე-ოლია...მაგრამ ამის შემდეგ ოლია მეორედ გადაასახლეს და სიკვდილით დასაჯეს.... სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ეტრფოდა ოლია გალაკტიონს.. "..ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ! ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან.მაშ, ახლოა გაზაფხული!გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში, თბილა.20-25 გრადუსია სითბო.თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ.დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება!ჩემო ძვირფასო!ტიტანური ძალით მინდა, რომ მოგეხვიო.ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?!მაგრამ შორს ეს ფიქრები-ეს დემონი ჩემი სულისა!ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე.შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!!თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი. ძვირფასო გალკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს-უნდა შეიტყოს შენიჯანმრთელობის, შენი ცხოვრების ამბავი, გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს. ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს, ტალღებს... ძვირფასო, უკვე მიჭირს წერლის მოწერა.რა ვქნა?ძალიან მიჭირს, მშვიდობით!" ოლია აღმერთებდა გალაკტიონს...უკანასკნელ წერილში ის წერს: "ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო!აი, მიიღე ჩემგან ეს მნდვრის ყვავილები.ისინი ნორჩებია და უტყვნი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით მოისწრაფვიან შენსკენ.ჩემო ძვირფასო!ყოველდღიურად გადავცემ შენს მოკითხვას ჰაერის ტალღებს.გესმის?ჰო, მე არ ვიღებ შენს წრილებს.ო, მე მიყვარს დუმილი, მაგრამ რარიგ ძნელია, მთელი სიცოცხლე ესაუბრო დუმილს.არ გსაყვედურობ.არ არის საჭირო.მაინც მოგწერ და მოგწერ ბარათებს, სანამ ნცხოვრების ქარიშხალი სამუდამოდ არ დამიხუჭავს თვალებს." წერილები 1941 წლის 30 აგვისტოს შეწყდა... არსებობს რამდენიმე ვერსია გალაკტიონის სხვა ქალებით გატაცებისა და ამას მოწმობს არაერთი ლექსი.ოლიას შემდეგ არსებობდა მის ცხოვრებაში ქალები, რომლებსაც ის ცოლებად მოიხსენიებდა, მაგრამ რეალურად მის ცხოვრებაში ნამდვილად არსებობდა სიყვარული ძალიან ძლიერი რაც მას ოლია ოკუჯავასთან აერთიანებდა. 1959 წლის 17 მარტს, პოეტმა სისრულეში მოიყვანა თავისი განზრახვა, რომელიც ოლიას დაღუპვის შემდეგ მოსვენებას არ ძლევდა..საღამოს 6 საათზე, ვაკის სამკურნალო კომბინატის მეოთხე სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა... 337 3-ს მოსწონს
|