ქალი და მამაკაცი რისი ეშინიათ მამაკაცებს? მათი ფარული შიში, რაზეც ხმამაღლა არასდროს საუბრობენ 2018, 10 აპრილი, 9:57 ნუთუ შესაძლებელია მამაკაცის შიშისა და ეჭვების, მათი მკაცრი მზერისა და კუნთიანი სხეულის მიღმა დამალვა? რა სისულელეა?! იტყვის ქალბატონების უმეტესობა, თუმცა, სწორედ ძლიერი სქესი და მათი მკაცრი გამოხედვაა ჩიხში რომ შეყავს ქალი.
დღევანდელ სტატიაში იმსხვრევა სტერეოტიპი, რომ მამაკაცი უშიშარია. გაინტერესებთ, რისი ეშინია ძლიერ სქესს? 1. შიში, თუ როგორ გამოიყურება მათი სხეული. მამაკაცისთვის მუდმივი სპორტული აქტივობა და დიეტა, ძალზედ რთული წარმოსადგენია. ამიტომ, ისინი განიცდიან პანიკურ შიშს საკუთარი სხეულის ცვლილებასთან დაკავშირებით. 2. ფინანსები. ფინანსები, მათი შფოთვის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. დარწმუნებულნი არიან, რომ ურთიერთობის მაკონტროლებელს, სწორედ რომ ფული წარმოადგენს. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ საჩუქრებზე მეტად, გოგონებს თქვენი ზრუნვა და ყურადღება მოწონთ. 3. სიმაღლე. იდეალური კაცის პირველი ხარისხი სიმაღლეა და მიზეზიც დიდია, ჰქონდეთ ამის შიში. ზოგჯერ, არ ექცევა ქალბატონების მხრიდან სიმაღლეს ყურადღება და ბევრი შეუფერებელი წყვლი ვიცით, თუმცა, მამაკაცის სიმაღლე, მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია. 4. მეტოქის არსებობის შიში. მამაკაცების ეჭვები, დიდ ზიანს აყენებს მათ სიამაყესა და თავმოყვარეობას. მაშინაც კი, თუ თქვენს მონაყოლზე, თუ როგორი ნიჭიერია თქვენი კოლეგა, პარტნიორმა წარბი არ აზიდა, იცოდეთ, რომ ამ ფაქტს განიცდის და თავის შედარებას იწყებს პოტენციურ მეტოქესთან. მდგომარეობის განსამუხტად კი აუცილებლად ისაუბრეთ ღიად, დაარწმუნეთ, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს და ეჭვიანობის მცირე მიზეზიც არ აქვს მას. 5. პარტნიორთა რაოდენობა, რომლებიც მის გოგოს ყავდა მანამდე. თუ ქალის ცხოვრებაში, მანამ, სანამ მის მეორე ნახევარს შეხვდა, არსებობდა თაყვანისმცემლების გარკვეული რაოდენობა, მაშინ, კონკურენციის ფანტაზია პარტნიორი მამაკაცის გონებაში აუცილებლად იარსებებს. მთავარია დაარწმუნოთ ის, რომ წარსული წარსულში დატოვეთ და ჰარმონიულად გრძნობთ მასთან თავს. 6. ემოციების გამოხატვის შიში. ნუ ტირი, შენ ხომ კაცი ხარ! ხშირად ისმის ძლიერი სქესის წარმომადგენლების ბავშვობაში, მშობლების მხრიდან, როდესაც არის მცდელობა, შვილები ძლიერები და მფარველები ჩამოაყალიბონ. ყოველივე ამის შემდეგ, ზრდასრულები, ცხოვრებაშიც ცდილობენ შეინარჩუნონ ემოციები და აქვთ შიში, რომ ტირილი სისუსტეს გამოხატავს. გამოფხიზლდით მშობლებო, ეს არასწორი მიდგომაა, ყოველთვის იცოდეთ, რომ მათაც აქვთ ემოციები, ისევე, როგორც თქვენ და მათი გამოხატვა სირცხვილი სულაც არაა. იხილეთ აგრეთვე: ● ქალის ცხოვრება 30 წლამდე და შემდეგ - სახალისო ილუსტრაციები ● სახალისო ილუსტრაციები- ცხოვრება ქორწინებამდე და შემდეგ ● 13 შეცდომა, რომელსაც მამაკაცები განუწყვეტლივ უშვებენ ● სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის- 10 სახალისო ფაქტი ● მატყუარა მამაკაცების 10 ძირითადი ფრაზა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ საწოლში ჩაგითრიონ ● აი, რატომ არ ღირს "კაცად" დაბადება ● 8 რაღაც, რასაც მამაკაცი ქალს არასოდეს გაუმხელს ● ქალის ქცევები, რომლებიც მამაკაცებს ძალიან იზიდავს ● 6 რამ, რაც ყველაზე მეტად მოწონთ ქალში მამაკაცებს 1954 15-ს მოსწონს |
თურმე რამდენნაირი ფობია აქვს კაცს....