სხვა ბრექსიტი დიდ ბრიტანეთს უფრო ავნებს ვიდრე დანარჩენ ევროპას 2018, 15 მარტი, 13:26 ![]() ორივე კვლევის მიხედვით ევროკავშირის მკვეთრი უპირატესობა იკვეთება. თუმცა უპირატესობას გეოგრაფიული და სექტორული დიფერენციაცია აბათილებს. Oliver Wyman-ის და Clifford Chance-ის კვლევის თანახმად, ყველაზე დიდ დარტყმას გერმანია მიიღებს. ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი 4 გერმანული მიწა - ბავარია, ბადენ-ვიუტემბერგი, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია და ქვედა საქსონია- მთლიანი ზარალის 70 %-ს თავის თავზე გამოცდის. ამის მიზეზი მათი ავტოინდუსტრიის და სხვა ტიპის სამრეწველო დარგების ექსპორტის სიდიდე გახდება. ევროკავშირის ტერიტორიაზე, 5 სექტორი - საავტომობილო დარგი, საკვებისა და სოფლის მეურნეობის სფერო, მრწეველობა, ქიმიური ნივთიერებების და სამომხმარებლო საქონლის ბიზნესი -დანახარჯების 70 %-ს თავის თავზე აიღებს. გასაკვირი არაა, რომ ბრიტანელებმა მოლაპარაკებების წარმოება კონკრეტულ ქვეყნებთან დაიწყეს მთელი ევროკავშირის ნაცვლად. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას სხვებთან შედარებით შეთანხმების მიღწევის უფრო დიდი მოტივი აქვს. ამ სტრატეგიის ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული სექტორები ძირითადად დიდი კომპანიებითაა წარმოდგენილი. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი მიღებული ზარალის შემცირებას მოახერხებენ. საავტომობილო და კოსმოსურ ფირმებს, რომლებსაც ალბათ ყველაზე მძიმე დარტყმები ელით, ასევე ექნებათ საუკეთესო შესაძლებლობები შეამცირონ ბიუროკრატიული დანახარჯები. მაგალითად, მათ შეუძლიათ გადავიდნენ შიდა მწარმოებლებზე ან შეცვალონ წარმოების ლოკაციები. რაც უფრო გაჭიანურდება ბრექსიტის და ახალი სავაჭრო შეთანხმებების დადების პროცესი, მით უკეთესად მოემზადებიან ფირმები მოსალონელი ზარალისთვის. ამით აიხსნება ევროკავშირის აუჩქარებლობაც. უმსხვილესი დამსაქმებლები საკუთარ გეზს მიუყვებიან. მათ ექნებათ განსაზღვრული ხარჯი, მაგრამ პოსტბრექსიტულ მსოფლიოსთან შესაგუებლად მხოლოდ რამდენიმე წელი დასჭირდებათ . ახალ სიტუაციასთან შეგუება გაუჭირდებათ პატარა ფირმებს, ზოგი მათგანი საერთოდ ვეღარ შეძლებს ოპერირებას. მაგრამ ევროპას ამ შემთხვევაშიც ტერიტორიული სიდიდის გამო უპირატესობა აქვს. თუ ზემოთხსენებულ ანგარიშებს დავეყრდნობით, ეროვნულ ეკონომიკებზე ზარალის მთლიანი ეფექტი მისთვის უფრო მცირე იქნება ვიდრე ბრიტანეთისთვის. წყარო :Bloomberg 44 შეფასება არ არის
|