x
ნიჭიერის გამარჯვებული ნონა გიუნაშვილია.

image

ტელეპროექტ "ნიჭიერის" მესამე სეზონის გამარჯვებული გორელი მხატვარი ნონა გიუნაშვილი გახდა. ფინალურ შოუში მაყურებელთა ზარების რეკორდული რაოდენობა - 93 163 შევიდა. ხმათა 28, 2% სწორედ ნონა გიუნაშვილმა მიიღო. მაყურებლის გადაწყვეტილებით, ქვიშით მხატვარი გორიდან 2012 წლის ყველაზე ნიჭიერი ადამიანია. გამარჯვებულმა კომპანია "ორბი ჯგუფისგან" ბათუმის "აპარტ ოტელში" საჩუქრად ბინა მიიღო

ქვიშით შესრულებული ულამაზესი კომპოზიციების წყალობით ნონა გიუნაშვილი არამარტო ხალხის რჩეული გახდა. ფინალის 12 კონკურსანტს შორის გორელი მხატვარი ჟიურიმაც გამოარჩია და მას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა საჩუქრად ავტომობილი გადასცა. პროექტის გენერალურმა სპონსორმა, "საქართველოს ბანკმა" კი ყველაზე ნიჭიერი 50 000 ლარით დააჯილდოვა

ნონა გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხატვას ასწავლის. ცაციაა და მისი ნახატებიც სწორედ მარცხენა ხელით სრულდება.
ნონა ორი შვილის დედაა. მეუღლე - ნოდარ შუბითიძე სპორტსმენია, მკლავჭიდში მრავალგზის ჩემპიონი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს

1
233
2-ს მოსწონს
ავტორი:M.რ გAგA
M.რ გAგA
233
  
2012, 26 ივნისი, 21:57
ძალიან გამიხარდა :D საერთოდ წელს ყველაზე მაგარი ფინალი იყო :) Nსულ ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ
0 1 1