ანეკდოტები საუკეთესო ანეკდოტები ექიმზე და პაციენტზე 2018, 14 მარტი, 20:04 **** პაციენტი ურეკავს ექიმს: -ექიმო ოყნა ვიყიდე და როგორ უნდა ვიხმარო? -ტრ*** გაიკეთე! -უი ექიმო, ეტყობა ცუდ ხასიათზე ხართ, სხვა დროს დაგირეკავთ. **** – ექიმო, როგორ ჯობია ვიწვე – თავი ჩრდილოეთით თუ სამხრეთით? – მთავარია ფეხებით წინ არ იწვე! **** - ექიმო, აღარ მახველებს და სიცხეც არ მაქვს, რა ვქნა? - ცივი წყლით დაიბანე თავი და მერე ორპირ ქარში დადექი... **** პაციენტი ექიმთან: -ექიმო შარდვა მიჭირს, ძალიან ნელ-ნელა ვშარდავ! -აი გამოგიწერეთ წამლები, მიიღებთ ამას ყველაფერს და ერთ კვირაში მოხვალთ! -უკაცრავად ექიმო რა ღირს მაინც დაახლოებით ეს წამლები? -ასე 200 ლარამდე. -იცით ექიმო ეგ რეცეპტი თქვენ დაიტოვეთ და მე ისევ ნელ-ნელა მოვშარდავ არ მეჩქარება! **** პაციენტი ანალიზების პასუხს ელოდება, გამოდის ექიმი, ხელში ანალიზის ფურცელი უჭირავს. -ექიმო რა მჭირს?-ეკითხება პაციენტი. ექიმმა თავზე ხელი მიიდო: -უუფ კაცო, ვერძი?არა! კურო? არა!სასწორი? მორიელი? არა! კიბო, კიბო! **** მიხო ექიმთან მივიდა. ექიმმა გასინჯა და წამლები გამოუწერა – ესენი დალიეო. – ექიმო, ღვინის დალევა შეიძლება ჩემთვის? – წადი ერთი შენი დედაც... სარიც გითხრია... – რას მერჩი ექიმო, რატომ მაგინებთ? – შენ არაფერს გერჩი მაგრამ მისმინე!დალევა შენთვის მართლა არ შეიძლება, მაგრამ მე რომ აგიკრძალო, გამოგივლიან ძმაკაცები, – წამო დავლიოთო, შენც გაჰყვები, ცოლი მოგაძახებს – სად მიდიხარ კაცო ექიმმა ხომ აგიკრძალაო! შენ ეტყვი – ერთი იმ ექიმის დედაცო! ჰოდა ერთი შენი დედაც... და სარიც გითხრია, გაიგე?! **** ექიმი: -წნევა გაქვთ მაღალი, თქვენთვის მძიმე ფიზიკური შრომა კატეგორიულად აკრძალულია. -ექიმო რა ვქნა, არ შემიძლია, დღეში რამდენჯერმე მიწევს სიმძიმეების ატანა მეხუთე სართულზე. -უნდა შეზღუდოთ და დაიყვანოთ მხოლოდ ერთხელ! -ექიმო ამდენ ლუდს ვერ ავიტან ერთბაშად მე-5 სართულზე. **** ქალი პაციენტი ექიმს: -საერთოდ არ დაგაინტერესეთ როგორც ქალი? -არა, მე სტომატოლოგი ვარ, გინეკოლოგი გვერდით კაბინეტშია. **** ექიმი პაციენტს: -მოემზადეთ ახლა ძალიან მტკივნეული იქნება! მზად ხართ? თქვენ 2500 ლარი გაქვთ გადასახდელი! **** პაციენტი ექიმის კაბინეტიდან გამოდის: – აბა ნახვამდის! ბებიას და პაპას მოკითხვა გადაეცით!-მიაძახა ექიმმა – რომელ პაპა-ბებიას, ექიმო? რა ხანია ისინი გარდაიცვალნენ! – მეც მაგას ვამბობ, მალე შეხვდებით და მომიკითხეთ! **** ციხის სავადმყოფოში პაციენტი: -ექიმო თქვენ უკვე ამომაჭერით გლანდები, ბრმა ნაწლავი, ნაღველი და ცალი თირკმელი, არა და თქვენ ხომ შემპირდით ციხიდან დაგიხსნითო! -ერთბაშად ვერა, ნაწილ-ნაწილ გაპარებ რა გინდა! **** ქმარი სამშობიაროში ცოლს შეეგება.მედდა ეკითხება: -რას დაარქმევთ ბავშვს? ქმრის მაგივრად ცოლი პასუხობს: -ჯერ ვერ მოვიფიქრეთ, ვერც სახელი და ვერც მამის სახელი. **** პაციენტი ექიმს ეკითხება: -ექიმო რა უნდა ვქნა, რომ ვენერიული დაავადება ავიცილო? -ჩაი უნდა დალიოთ! -სექსამდე თუ სექსის შემდეგ? -სექსის მაგივრად! **** ორი მეგობარი ერთმანეთს შეხვდა. – ცუდადაა მაქვს საქმე! – რატომ? – გუშინ ექიმთან ვიყავი, გამსინჯა. წნევა მაქვს 110-70-ზე, პულსი – 60. – მერე რა? ძალიან კარგი, იდეალურია! – რა არის კარგი, ისეთი ახალგაზრდა, ლამაზი ექიმი მიზომავდა, მე კიდევ – არც პულსი, არც წნევა... **** კაცი სტომატოლოგთან შედის: -ექიმო, უცებ რა! გამაყუჩებელის, ანესთეზიის და ყოველგვარი პროცედურის გარეშე, ეგრევე ამომიღე კბილი! -ყოჩაღ რა ყველა რომ შენნაირი პაციენტი მყავდეს! კარგით დავიწყოთ. კაცმა ამასობაში კორიდორში გაიხედა და ცოლს გასძახა: -შემოიყვანე დედაშენი! **** ავადმყოფი საოპერაციოდ მოამზადეს, ქირურგმა სკალპელი მოიმარჯვა. -არ გაჭრა ექიმო, არ გაჭრა!-შემორბის ასისტენტი. -რატომ?–კითხულობს ექიმი. -სერიოზული უკუჩვენება აღმოაჩნდა! -რა უკუჩვენება? -თურმე მთელი ღამე აბოდებდა, გახვრეტილი კაპიკიც კი არ მაქვსო! **** ექიმო, დიდი ხანი მინდა, ვიცოცხლო და როგორ მოვიქცე? – ცოლი მოიყვანე! – მერე, ეგ მიშველის? – არა, მაგრამ დიდხანს სიცოცხლის სურვილი გაგიქრება.
720 5-ს მოსწონს
|