სხვა სტივენ ჰოკინგის გამონათქვამები 2018, 14 მარტი, 16:59
გთავაზობთ, გენიალური ბრიტანელი ფიზიკოსის, 160 IQ-ის მქონე სტივენ ჰოკინგის გამონათქვამებს:
*ინტელექტი - ეს არის ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი.
*ცოდნის ყველაზე დიდი მტერი არ არის უმეცრება, არამედ ცოდნის ილუზია. *შევამჩნიე, რომ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი წინასწარაა განზრახული და ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, გზას უყურებენ სანამ გადაკვეთენ. * ჩვენ ვართ მაღალგანვითარებული მაიმუნების მოდგმა მეორეხარისხოვან პლანეტაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სამყაროს გაგება. ეს გვაქცევს განსაკუთრებულად. *ჩემი მიზანი მარტივია, ეს სამყაროს სრულყოფილი გაგებაა, რატომ არის ის, როგორც არის და რატომ არსებობს ყველაფერი. *ის ადამიანები, ვინც თავისი IQ-თი ტრაბახობენ ლუზერები არიან. *ადამიანებს არ დაგითმობენ საკუთარ დროს, თუ ყოველთვის გაბრაზებული ხარ და წუწუნებ. *არასრულყოფილება რომ არა, მე და შენ არ ვიარსებებდით. *არ მეშინია სიკვდილის, თუმცა არც ვჩქარობ, რომ მოვკვდე. ბევრი რამ მაქვს, რაც პირველ რიგში უნდა გავაკეთო. (2011 წელი) * ჩემი პოპულარობის უარყოფითი მხარე ისაა, რომ სადაც არ უნდა წავიდე ყველგან მცნობენ. არც მუქი სათვალე მშველის და არც პარიკი. ჩემი ეტლი ყოველთვის მამხილებს. *შეიძლება ცხოვრება რთულად მოგეჩვენოს, თუმცა ყოველთვის იქნება ისეთი რამ, რასაც გააკეთებ და წარმატებას მიაღწევ. *არავინ წამოიწყებს ფიზიკის კვლევას რაიმე ჯილდოს მიღების სანაცვლოდ.ეს არის სიამოვნება, რომელიც თან სდევს იმის აღმოჩენას, რაც არასდროს არავინ იცოდა. * თუ რომელიმე სუპერგმირად ყოფნის შესაძლებლობა მექნებოდა სუპერმენი ვიქნებოდი, რადგან მას ყველაფერი შეუძლია რისი უნარიც მე არ შემწევს. *არ არსებობს რეალობის უნიკალური სურათი. *როცა ადამიანის მოლოდინები ნულამდეა დაყვანილი, ის დააფასებს ყველაფერს, რაც მას გააჩნია. *არ მოველოდი, რომ ჩემი წიგნი "დროის მოკლე ისტორია "( The Brief History Of Time) ბესტსელერი გახდებოდა. * მე სიამოვნებით ვუსმენ შემდეგ მუსიკალურ ჟანრებს: კლასიკას, პოპს და ოპერას. *ჩვენ შთაგვაგონებს ნამდვილი ადამიანის მიერ წარმოებული კვლევები. გენიოსი ჰოკინგი გენიოს პერსონაჟთან - შელდონ კუპერთან ერთად . 492 4-ს მოსწონს
|