x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
წარმატებული, ბრენდული პროექტები, რომლებიც ავტოფარეხიდან, საბარგულიდან და ფარდულიდან დაიწყეს
დამეთანხმება ბევრი თქვენგანი იმაში, რომ ცხოვრების განმავლობაში დაგვაქვს ოცნებები- დავწეროთ წიგნი, მივაღწიოთ წარმატებას სპორტში, გვქონდეს რაიმე მეცნიერული მიღწევები, ავაშენოთ კომპანიები და ა.შ. კარგია, რომ გვაქვს სურვილი და იდეა, თუმცა, ხელშემშლელი ფაქტორები (უსახსრობა, ადგილისა და დროის სიმცირე და ა.შ) გვეღობება გზაზე და ოცნება ოცნებად გვრჩება. იშვიათად, თუმცა, ხდება ისეც, რომ სამზარეულოში, საკუჭნაოსა და ავტოფარეხში დაწყებულმა ბიზნესმა, დღეს, ფართო და ბრენდული აღიარება ჰპოვა.


image


წარმოგიდგენთ ყველაზე მსხვილ, ბრენდულ ფირმებსა და კომპანიებს, რომლებმაც წარმოება ავტოფარეხიდან, საბარგულიდან და ფარდულიდან დაიწყეს.



1. Apple.imageimage

როგორც ცნობილია, იგი ერთ-ერთი ძლიერ ტექნოლოგიური პროექტია მთელს მსოფლიოში, რომლის წარმოებაც, ავტოფარეხში, 1976 წელს Steve Jobs-ის მშობლებმა დაიწყეს. თვეში ანუ 30 დღეში, ხელით იწყობოდა 50 კომპიუტერი და მათი საცალო ღირებულება 500 $-ს შეადგენდა. როგორც უკვე ცხადია, ამ პროექტმა კარგად გაამართლა.






2. The Beatles.image
სანამ ჯგუფი ამ სახელით ჩამოყალიბდა, ერქვა The Quarrymen, მისი ერთ-ერთი წევრის John Lennon-ის თაოსნობით, რომელმაც კლასელ მეგობარ ბიჭებთან ერთად შექმნა ეს ჯგუფი, მოგვიანებით გახდა The Beatles. თავდაპირველად, ახალგაზრდები, რეპეტიციებს საკუთარ სახლებში მართავდნენ, თუმცა მშობლებს მათი ხმაურის ატანა არ შეეძლოთ, ამიტომ ჯგუფმა რეპეტიციაც და სიმღერების ჩაწერაც ფარდულში დაიწყო.





3. Harley-Davidson.image
1901 წელს William S. Harley-მ დაიწყო ძრავის ინსტალაცია საკუთარი ველოსიპედისთვის. რამდენიმე წლიანი მცდელობის შემდეგ კი მან მეგობართან Arthur Davidson-თან ერთად შექმნა ახალი ძრავი პირველ მოტოციკლთან ერთად და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდებოდა ხის პატარა ფარდულში. აქედან წარმოიშვა ძრავის სახელწოდებაც მათი გვარების საპატივცემოდ - "Harley-Davidson".





4. Microsoft.image
1975 წელს, ავტოფარეხში დაარსდა სამომავლო ტექნოლოგია-Microsoft-ი Bill Gates-სა და Paul Allen-ის მიერ. მათ, პირველი ოპერაციული სისტემა IBM, რომელიც $ 80, 000 დაუჯდათ, არალიცენზირებულად შეიმუშავეს. მოგვიანებით კი გამოიგონეს Windows -ი, რომელიც დღეს პირველია კომპიუტერის ბაზარზე.





5. Disney.image
1923 წელს ძმები Walt და Roy Disney გადავიდნენ ბიძასთან- Robert-თან საცხოვრებლად და სწორედ იქ, ავტოფარეხში შექმნეს სტუდია Disney, რომელიც დღეს მსოფლიოში პროტოტიპია ყველაზე დიდ კინოსტუდიაში.





6. Google.image
1998 წლის ზაფხულში, საგანმანათლებო პროექტის განხორციელების მიზნით, სტენფორდის ორმა სტუდენტმა- Larry Page-მა და Sergey Brin-მა დაიწყეს Google-ზე მუშაობა Susan Wojcicki-ს ავტოფარეხში და სწორედ ასე შეიქმნა ძებნის გიგანტური იმეილი.





7. Lotus Cars.image
1984 წელს, Anthony Colin Bruce Chapman-მა დაიწყო მშობლების ავტოფარეხში პირველი სპორტული ავტომობილის შექმნა. დღეს, ბრიტანული წარმოების ავტომობილებში, Lotus-ი ითვლება როგორც ერთ-ერთი პირველი სპორტულ ავტომობილებში გონკებისთვის.





8. Nike.image
1964-1978 წლებში, სპრტსმენი runner-ისა და მისი მწვრთნელის ერთობლივი იდეა იყო შეექმნათ საკუთარი ბრენდი, სადაც თითოეულმა მათგანმა 500$ გაიღო, შეიძინეს აზიური წარმოების 300 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი და საკუთარი "იარლიყის"- Nike-ს მიწებებით ახდენდნენ ბრენდული სპორტული ფეხსაცმლის რეალიზაციას. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ეტაპზე, მათ, ავტოფარეხიც კი არ ჰქონდათ და აღარც სახსრები მის დასაქირავებლად, ამიტომ რეალიზაციას ახდენდნენ ავტომობილის საბარგულიდან (ბაგაჟნიკი).





9. Amazon.image
1994 წელს, როდესაც Jeff Bezos-მა დააარსა ონლაინ მაღაზია სახელწოდენით Amazon-ი, ის მთლიანად ავტოფარეხში იყო განთავსებული. 1995 წლის ივლისში, კოპანიამ პირველად გაყიდა წიგნი, რომელიც იმავე ფარეხში შეიფუთა.




იხილეთ აგრეთვე:


ცნობილი ლოგოტიპების უცნობი დეტალები- დამალული მნიშვნელობები, რომლებიც აქამდე არ იცოდითimage




სიმბოლოები, რომელთა მნიშვნელობა დღემდე არავინ იცისimage


2
44
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
44
  
2018, 14 მარტი, 17:41
სამწუხაროდ, ასეა, გუჯა :(
2018, 14 მარტი, 17:22
ნახვები კატასტროფულიც კი არაა უკვე, არმაგედონია ამ საიტზე.
0 1 2